''ვისაც ჩემი თეძოები ნანახი აქვს, იცის, რომ ცელულიტი არ მაქვს''

''ვისაც ჩემი თეძოები ნანახი აქვს, იცის, რომ ცელულიტი არ მაქვს''

მარგო ლუჩკოს სახელისა და გვარის ხსენება უმეტესობას ღიმილს ჰგვრის. ამის მიზეზი ამ უკრაინელი ლამაზმანის ''უნიკალური'' ქართულია. ''შალვა რამიშვილის შოუშიც'' და ''ცეკვავენ ვარსკვლავებშიც'', რომელიც მარგომ ცოტა ხნის წინ დატოვა, მაყურებელი სწორედ მის უცნაურ და სასაცილო გამონათქვამებს იმახსოვრებს. ტელეწამყვანის სიტყვათა თანწყობა,- ''სტალინის სანძრეველა'', ანუ სტალინის სამზარეულო, ორი კვირის განმავლობაში სოციალური ქსელების მომხმარებლის მთავარ თემად იქცა.

მარგო ლუჩკოსა და ირაკლი ჭყოიძეს ცხრაწლიანი ოჯახური თანაცხოვრება აკავშირებთ. წყვილს 5 წლის ნიკოლოზი ჰყავს. ქალაქში ამბობენ, რომ ცოლ-ქმარს ურთიერთობა გაუფუჭდა. ალბათ, ეს არის მიზეზი იმისა, რომ მარგო დიდი ხნის განმავლობაში ინტერვიუებზე უარს ამბობს. ჩვენც გაგვიგრძელდა მოლაპარაკებები ტელეწამყვანთან, მაგრამ საბოლოოდ ინტერვიუ მაინც შედგა.

- პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ მიხარია, ამ პატარა პაუზის შემდეგ ''რეიტინგს'' რომ ვაძლევ ინტერვიუს და პირადად შენ.

- რატომ გქონდა პაუზა?

- არ მინდა, თავი მოვაბეზრო ხალხს, ისედაც სულ ტელევიზორში ვარ. ასე მგონია, არ აინტერესებს ხალხს მარგო. არ ვარ ''ვარსკვლავი'', რომელზეც მუდმივად უნდა ილაპარაკონ, უბრალო მარგუშა ლუჩკო ვარ (იცინის).

- ამ უბრალო მარგუშამ ''შალვა რამიშვილის შოუს'' წყალობით მთელი საქართველო მოიარა. სად დაგხვდნენ ყველაზე თბილად?

- დიდი მადლობა ამისთვის შალვას. აღმოჩნდა, რომ მე საქართველოს შვილი ვარ. ისე მიყვარს საქართველო და მისი თითოეული კუთხე, იმხელა სითბო დავინახე რაიონებში... თბილისში ხალხი მაინც ''სვეცკია'', სქელკანიანი, სითბოს არ ავლენს, თუნდაც უყვარდე, რცხვენიათ. რაიონებში ისეთი თბილი ხალხი ცხოვრობს, საყვარელი, ძალიან უშნო, ჩემნაირი.

- უშუალო გინდოდა გეთქვა ალბათ.

- (იცინის) ჰო, უშუალო. წინასწარ ბოდიში უნდა მოვიხადო, თუ გინება გამომივა, ან რაიმე უცენზურო ფრაზა, ჩემი ქართულის წყალობით. სულ ასე მემართება, სტალინი და ''სანძრეველა'' უკვე ყველამ ნახა. დღემდე მრცხვენია ამის გამო. საქართველოს კუთხეებზე ვლაპარაკობდი. საოცარი ხალხი დამხვდა სამეგრელოში. სხვათა შორის, ამასობაში კულინარიაშიც დავსპეცდი. სამეგრელოში ელარჯი გავაკეთე, რაჭაში- უგემრიელესი ლობიანი. არ დამავიწყდება ალაზნის ველი, ბათუმშიც ვიყავი, მაგრამ ჯერ აჭარა მთლიანად არ მინახავს, მინდა ვნახო სვანეთი, ქართლი, ყველა კუთხე.

- როგორი რეაქცია აქვთ რაიონებში უკრაინელი ლამაზი ქალის დანახვისას?

- ძირითადად, დადებითი, ბავშვები ჩემთან ფოტოებს იღებენ. გორში პატარებმა განსაკუთრებული სითბო გამოხატეს, გვიშვილეო, მეხვეწებოდნენ. ყველა ვიშვილე. ასე რომ, გორში ყველაზე მეტი შვილი მყავს. კურიოზებიც იყო. გორში მე და ჩემი პროდიუსერი ქუჩაში მივდიოდით. ორი ქალი იდგა, ერთმა მეორეს ჰკითხა, ეს გოგო ვინ არისო. ვინ იქნება, ''ციგანიო'', უპასუხა მეორემ (იცინის). ქათინაურები არ მიმიღია, უფრო სითბოს გამოხატავდნენ.

- ეთერში ბევრ სისულელეს ამბობ, შენი ქართულის წყალობით, ზოგს ჰგონია, რომ ეს დადგმულია...

- სიმართლეს გეტყვი, მე და შალვა არასდროს ვგეგმავთ, წინასწარ რაზე ვილაპარაკებთ, ეს ყველაფერი არის ექსპრომტი, მომზადებული არასდროს ვარ, ამიტომაც გამოდის სასაცილო ჩემი ფრაზები. პირველ გადაცემაში გავაკეთეთ გარკვეული მონახაზი, მაგრამ მაშინაც ყველაფერი დამავიწყდა. ეთერში აჟიოტაჟირებული ვარ ხოლმე და მავიწყდება, რა უნდა ვთქვა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება