ჰონორარებს ინაწილებდა ის "სასტავი", ვინც იყო მისაღები - დაპირისპირება გია ჯაჯანიძის შოუში

ჰონორარებს ინაწილებდა ის "სასტავი", ვინც იყო მისაღები - დაპირისპირება გია ჯაჯანიძის შოუში

ქართული შოუბიზნესის კულუარებზე და დღევანდელობაზე გია ჯაჯანიძის შოუში დისკუსია საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში წარიმართა.

ერთმანეთთან დებატები დაპირისპირებაში გადაიზარდა, როცა ბესო ჩუბინიძემ კახა ცისკარიძეს მისი კომპანიის მოგებული პროექტები შეახსენა. ცისკარიძემ ჩუბინიძე მაყურებლის შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა და რეპლიკას ტყუილი უწოდა.

შენიშვნაზე, თუ რატომ არ გამოდიოდნენ მის კონცერტებზე მაია ჯაბუა და ეკა კვალიაშვილი, ცისკარიძემ აღნიშნა, რომ ეკასთან მას არაერთხელ დაურეკავს.

"ტყუილებს ნუ ლაპარაკობ, შენ არასოდეს დაგირეკავს ჩემთან, რადგან მე ყოველთვის მიუღებელი ვიყავი შენი მთავრობისთვის. არასოდეს არ დაგირეკავს შენ ჩემთან კონცერტებთან დაკავშირებით. შენი კომპანია იყო აბსოლუტურად ტენდენციური. ჰონორარებს ინაწილებდა მხოლოდ ის "სასტავი", ვინც იყო მისაღები... ამიტომ ტყუილია ჩემთან დაკავშირებით რასაც ამბობ,"- მიმართა კვალიაშვილმა ცისკარიძეს.

"მე არცერთი მთავრობის მომღერალი არ ვარ, არც გაპეტიშება მინდა და საერთოდ, მადლობა თქვას მთავრობამ, რომ მე ვყავარ ამ ქვეყანას", - დასძინა კვალიაშვილმა.

იხილეთ დებატების ამსახველი კადრები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება