"მაიასთან კონსულტაციის შემდეგ, დავთანხმდი" - ვახტანგ რჩეულიშვილი და შორენა ბეგაშვილი დაწყვილდნენ

"მაიასთან კონსულტაციის შემდეგ, დავთანხმდი" - ვახტანგ რჩეულიშვილი და შორენა ბეგაშვილი დაწყვილდნენ

"მარაო რუსთავი 2"-ის პროექტისთვის - "შორენა ბეგაშვილის ქმრები" ახალი მამაკაცი, ყოფილი პარლამენტარი ვახტანგ რჩეულიშვილი შეირჩა. მშვენიერი შორენა ხომ ყოველ კვირა იცვლის ქმრებს...

ისე, ბოლო დროს ბატონი ვახტანგი ძალიან კი გაუშინაურდა შოუებს, ჯერ იყო და "ორ ვარსკვლავში" ნინა წკრიალაშვილთან ერთად იმღერა, ახლა შორენა ბეგაშვილის ქმრობამ მოუწია. ამბობს, რომ ეს შოუები მას სტრესს უხსნის და როგორც აღნიშნავს, ამ პროექტისთვის, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო, სცენარი თავად დაუწერია...

ვახტანგ რჩეულიშვილი:

- ყველაფერი იმით დაიწყო, რომ "მარაო-რუსთავი 2"-დან დამირეკეს და შემომთავაზეს, შორენას შოუში მიმეღო მონაწილეობა. მაიასთან კონსულტაციის შემდეგ, დავთანხმდი - ჩვენი ოჯახის გარშემო ატეხილი ამბებით გამოწვეული სტრესების დაძლევაში შოუებმა მაგრად გვიშველა! მაგრამ სცენარი, როგორც ყოველთვის, მე დავწერე (ნუცამ, ჩემმა რძალმა სასტიკად დამიწუნა!), თუმცა მიმაჩნია, რომ კარგი შოუკომედია უნდა იყოს!

მოკლედ, სცენარი თავიდან ასე გამოიყურებოდა:

მინიკომედია - "შორენა ბეგაშვილის ახალი გათხოვება"; მონაწილეები: შორენა ბეგაშვილი, ვახტანგ რჩეულიშვილი, ნინა წკრიალაშვილი, მაკო კობერიძე (სტუდენტი, პორნოვარსკლავი), თამაზ კობახიძე (ბიზნესმენი, ვახტანგის მეგობარი), დათო ჩიგოგიძე (ექიმი, ვახტანგის მეგობარი).

სცენა 1.

ნინა წკრიალაშვილი ურეკავს ვახტანგს და პატიჟებს საღამოს კარაოკეზე (შარდენის ქუჩაზე). საუბარში ირკვევა, რომ მაია რჩეულიშვილი ორი კვირით წასულია თელავში კომპანიის პრობლემების მოსაგვარებლად. ვახტანგი მიდის კარაოკეზე, სადაც ხვდებიან ნინა და შორენა. მღერიან ვახო და ნინა (სიმღერას "სირენევი ტუმან"), სვამენ, საუბრობენ. ნასვამები - შორენა და ვახო თვალებს უჟუჟუნებენ ერთმანეთს. ნინა ვახოს ეუბნება - ტყუილად ნუ ცდილობ, პასპორტში შტამპი თუ არ ჩაირტყა, ისე "არ მოგცემს" - სულ გათხოვებაზე ფიქრობსო. მერე მაგას რა უნდა? - ეუბნება შეზარხოშებული  ვახო ნინას - მიდი, შენ უთხარი რომ შენზე ისე გიჟდება, რომ ცოლად მოყვანას გიპირებსო. მაია ორი კვირა მაინც აქ არ არის და მას დღესვე წავიყვან სახლშიო. შეიძლება იმღერონ ვახომ და შორენამაც (თუ სიმღერას შეარჩევენ).

სცენა 2.

ნასვამი ვახო, შორენა და ნინა ქეიფს აგრძელებენ ვახოს სახლში. ვახო უყვება: მაიას მაინც იჭერენ, თან, ქონების ნაწილის შესანარჩუნებლად, გაყრა ოფიციალურად მაინც უნდა გავაფორმოთო და ხელს სთხოვს შორენას. ისიც თანხმდება, ნინა იპარება. პირველი საქორწილო ღამე ვახოს სახლში უნდა შედგეს, მაგრამ ვახო ისეთი ნასვამია, რომ სექსი არ გამოსდით, უგონოდ ეძინება.

სცენა 3.

დილით ახალგაღვიძებული ვახო გაკვირვებული უყურებს მის გვერით მძინარე შორენას... შორენა იღვიძებს და სთხოვს, ვახოს პატარა ქორწილი მაინც გადავიხადოთო. თავზარდაცემული ვახო პატიჟებს ორ მეგობარს. შორენამაც შეიძლება დაპატიჟოს ვინმე. ვახო თავად ამზადებს კერძებს (შემწვარი ორაგული, გრილზე შემწვარი კუპატი და სოსისი - ბარბიქიუ იწვება აივანზე, არის მშვენიერი ხედი). შორენა ეხმარება, - სალათას აკეთებს, სუფრას აწყობს, სხდებიან და ქეიფი იწყება. დათო შორენას ეპრანჭება (შორენა ყველაზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს!) უეცრად რეკავს ნინა და პატარძალს სასწრაფოდ კლიპის გადაღებაზე იძახებს, უკრაინელი ვარსკლავი ჩამოვიდა და მხოლოდ ორი ღამე გვაქვს გადასაღებადო. შორენა ცრემლიანი ტოვებს ვახოს და ეუბნება, ორ დღეში შენთან ვარ, არ მოიწყინო, ჩემო ვარსკლავოო. ვახო ხასიათზე მოდის და აგრძელებს ქეიფს ძმაკაცებთან.

სცენა 4.

ლექცია უნივერსიტეტში. თემა: "ზნეობა და სექსუალური ცხოვრების წესები ბიბლიის მიხედვით". ახალგაზრდა სტუდენტი (ან ასპირანტი) სადად ჩაცმული გოგონა, რომელსაც თავისი გეგმები აქვს ვახოსთან, - ლექტორს სთხოვს, დამატებით კონსულტაციის ჩატარებას (თავის მეგობარ გოგონასთან ერთად, ვახტანგმა რომ არ იფიქროს, თითქოს გოგო პაემანს უნიშნავს). ვახტანგი იბარებს მათ სახლში, თავის სამუშაო ოთახში. მოდის მხოლოდ ერთი გოგო უკვე სულ სხვანაირად ჩაცმული ("სექსბომბა"). ვახტანგი ბოდიშს იხდის და ოთახიდან გადის. დაბნეულია - ფიქრობს, როგორ დაუძვრეს ამ სიტუაციას. ამ დროს "სექსბომბა" იხდის და წვება ჯაკუზიში - ვახოს შემოსვლას გაშიშვლებული ელოდება, მაგრამ ოთახში შემოდის გადაღების გადადების გამო თბილისში დაბრუნებული შორენა! ხედავს ვიღაც გოგოს ჯაკუზიში და სწვდება თმაში, აქ რას აკეთებ, შე, ბოზო! გოგო გარბის, ტანსაცმელს გზაში იცვამს. იმ დროს ვახო შემოდის, შორენა სილას აწნის და კარს ისიც ხმამაღლა გაიჯახუნებს და ტოვებს ქმარს. ვახო ბედნიერებისაგან ცას ეწია, - მისი ოჯახი გადარჩა, იფიცებს - ჩემდათავად, აწი ღვინის დამლევისა და ქალისკენ გამხედველის დედაცო. 

აქედან მორალი: "არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი".

- ბოლო-ბოლო ყველაფერი ამ სცენარის მიხედვით გადაიღეს?

- ჩემს ფანტაზიებს ბოლომდე აღსრულება არ ეწერა: თურმე გადაცემაში საწოლი საერთოდ არ "მოსულა" (უსექსოდაც კი), ჩემი ნინასა და ჩემზე შეყვარებული სტუდენტის სცენა კი სცენარიდან საერთოდ ამოაგდეს. გადაცემა საახალწლო მოთხრობას დაემსგავსა, სადაც შორენა ძირითადად, მაიას ამბით ინტერესდება, ანუ როგორია ის ცხოვრებაში? როგორ შექმნა ასეთი ბიზნესი? როგორ მოაწყო ასე ლამაზად ბინა და სხვა ქალური ამბები... ვიღას აინტერესებს შენი ვახო?! არადა, სცენარში ამ სცენას თავისი დანიშნულება ჰქონდა - მეჩვენებინა, რომ ასაკს კაცისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, რომ ჩემხელა მამაკაცები უყვარდებათ არა მარტო ახალგზრდა ქალებს, არამედ სტუდენტური ასაკის გოგოებსაც კი და როდესაც ქმარი ბევრად უფროსია ცოლზე, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას ცოლის ღალატის უნდა ეშინოდეს - შეიძლება პირიქითაც მოხდეს. რომ 60 წლის ასაკში ცხოვრება მხოლოდ იწყება!

მაგრამ აქ საინტერესო რამ მოხდა - ამდენი ლამაზი ქალის ნახვით აღტკინებული, ჭაღარა ბლანჟეიანი ჩიგოგიძე, ერთ-ერთმა პროდუსერმა იმ მობერებულ პლეიბოის შეადარა, ახალგაზრდა გოგოებს რომ ტყუილად ეპრანჭება. თუმცა იქვე ბოდიში მოიხადა, ასე არ მითქვამს, თქვენ არასწორედ გაიგეთ ნათქვამიო. ქალების კერპს (ყველა ცოლი ულამაზესი ჰყავდა!) და დღეს უცოლო, ანუ "თავისუფალ მონადირე" ჩიგოგიძეს ამაზე ჩაეცინა და ბოდიში მხოლოდ ერთი პირობით მიიღო: სიუჟეტში უნდა დაებრუნებინათ სცენა პორნოვარსკლავ მაკოს მონაწილეობით, მაგრამ უკვე დათოზე შეყვარებული ახალგაზრდა ქალის სახით: მგონი, ლერწამივით აშოტილ, 25 წლის პორნოვარსკლავს სინამდვილეში მოეწონა ჩვენი ლაველასი დავითი და განაცხადა - ნეტავ, ასეთი მეუღლე მყავდესო! აი, ასე დაბრუნდა სცენარში ჯაკუზის სცენა! ანუ სიყვარულს ასაკი მართლაც არ აქვს და 60 წლის დახვეწილი, ჭკვიანი და ელეგანტური მამაკაცი ისეთივე მიმზიდველი რჩება ქალისათვის, როგორც ახალგაზრდობაში! ისევე, როგორც მაგარ ქალებს ასაკი ვერაფერს ავნებს! მთავარია, რომ ახალგაზრდობაშივე ვარგოდე და შეხედო ასაკს, როგორც კიდევ ერთ ცხოვრებისეულ გამოწვევას - ცხოვრება გრძელდება!

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება