"ხალხოოო!" - როგორ შეიქმნა ეკა ბესელიას ცნობილი პაროდია და რა რეაქცია აქვს მასზე პოლიტიკოსს

"ხალხოოო!" - როგორ შეიქმნა ეკა ბესელიას ცნობილი პაროდია და რა რეაქცია აქვს მასზე პოლიტიკოსს

ისე მოხდა, რომ მას დეპუტატ ეკა ბესელიას იმიტაცია უწევს. იმიტაცია რა, მხოლოდ ერთ სიტყვას ამბობს, მაგრამ ისე კივის, სიცილისგან გული მიგდის...

ჰოდა, ძალიან ცნობილი და პოპულარული სიტყვის - "ხალხოოო"-ს უკან, რომელიც ბოლო დროს ინგლისურადაც ჟღერს ხოლმე, თამუნა ლეკვეიშვილი დგას, რომელსაც ეს შეძახილი შემთხვევით გამოუვიდა, რითაც უკმაყოფილო სულაც არ არის.

- თამუნა, იმიტაციის უნარი თუ გქონდა, არ მეგონა.

- მეც არ მეგონა (სიცილით ამბობს).

- ვინ გადაწყვიტა, რომ ანიმაციურ სერიალში "ქერის უბანი" დეპუტატ ეკა ბესელიას იმიტაცია შენ გაგეკეთებინა?

- სანამ "ქერის უბანი" დაიწყებოდა, მანამდე კომედიშოუში სკეტჩი გვქონდა, პროექტის - "რა? სად? როდის?" პაროდია, რომელშიც ვითომ პოლიტიკოსები თამაშობდნენ. ერთ-ერთი ეკა ბესელიაც იყო. ვინაიდან ვერანაირი გრიმითა და პარიკით ვერ დავემსგავსებოდი, ამიტომ მე და მიშა ანდღულაძეს გაგვახსენდა, მისი ასეთი ფრაზა: ხალხო! ასე იყვირეო, - მითხრეს...

რასაც ვაკეთებ, ცხადია, უტრირებულია. "ხალხოოოო!" - ეს განწირული ხმით გამომივიდა. მგონი, კარგია, არადა, შემთხვევით მოხდა ასე. მერე როცა "ქერის უბანი" დაიწყო, მასში ეკა ბესელია, როგორც პერსონაჟი შევიდა და მითხრეს, - მე გამეხმოვანებინა.

- ისე, შენი პერსონაჟი სერიალში მხოლოდ ერთ სიტყვას ამბობს, მაგრამ ისეთი ერთი სიტყვაა, რომ ბევრს უდრის... თუმცა მ სიტყვას უკვე ინგლისურადაც ამბობს...

- ამისკენ ქალბატონმა ეკამ თავად მიბიძგა და უკვე ინგლისურადაც გავაკეთეთ...

- ისე, დიდად არ უნდა მოსწონდეს ას შენი "ხალხოოო". პირადად არ შეხვედრიხარ?

- არა, სხვათა შორის, რაც მისი პერსონაჟი სერიალში შევიდა, ქალბატონი ეკა არ მინახავს. მანამდე კი ერთხელ ვნახე, "ვანოს შოუში" იყო და მაშინ გავესაუბრე. ისე, ძალიან მაინტერესებს, პირადად რას მეტყვის? გიორგი გაბუნიას უთხრა, მომწონს ეს პერსონაჟი, ვხალისობ, ოღონდ, ამხელა ხმა არ მაქვსო.

- ასე ხმამაღლა, სირენასავით მაინც რატომ ყვირი?

- უტრირება იმიტომ ხდება, რომ მაყურებელს სიცილი მოვგვაროთ... - ჰო, რაღაც გამკივანი ხმა გამოდის. თვითონაც არ მეგონა, თუ ამას შევძლებდი.

- ბოლო დროს ერთი პაროდიაც შეაპრე - ეს არის რეჟისორ ქეთი დოლიძის პაროდია.

- და ქეთი დოლიძემ "ფეისბუქზე" დიდი პოსტიც მოგვიძღვნა, მე არ მინახავს, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა წამიკითხა. არ მოეწონა და უგემოვნოები, პროვინციალები გვიწოდა. ასევე უნიჭოებიც, განსაკუთრებით, მე. არადა, იმ სკეტჩში პიროვნული გაღიზიანება მის მიმართ არ ყოფილა. მაგრამ იმ ნომერს რადგან არაერთი გამოხმაურება მოჰყვა, ვფიქრობ, რომ კარგი გამოვიდა.

- ზოგადად, როგორია შენი დამოკიდებულება იმ პერსონაჟის მიმართ, ვის იმიტაციასაც ასრულებ, ეკა ბესელიას ვგულისხმობ...

- ხომ ვთქვი, ახლოს ერთადერთხელ ვნახე და დადებითი და კარგი შთაბეჭდილება დატოვა...

- მოგწონს ის, როგორც პოლიტიკოსი?

- ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, რომ პოლიტიკური შეფასებები და განცხადებები გავაკეთო. პოლიტიკაში არ ვერევი...

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება