ჟანა ფრისკე მომავლის გეგმებზე ალაპარაკდა

ჟანა ფრისკე მომავლის გეგმებზე ალაპარაკდა

რუსი მომღერალი ჟანა ფრისკე, რომელიც სიმსივნესთან ბრძოლის შემდეგ, ნელ-ნელა გამოჯანმრთელების გზას ადგას, ყვება თუ რას აპირებს უახლოეს მომავალში და რამდენ ხანში ექნებათ თაყვანისმცემლებს მისი სიმღერების ხელახლა მოსმენის საშუალება.

ჯერჯერობით მომღერალი დიდ ინტერვიუებს არ იძლევა, თუმცა პრესა მისგან მცირე კომენტარებს მაინც იღებს. ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან საუბრისას ჟანა ფრისკემ აღიარა, რომ ახლა მისთვის პირველ ადგილზე ერთი წლის შვილის, პლატონის აღზრდაა. ამასთან, ფრისკემ თაყვანისმცემლები დააიმედა, ვარსკვლავი სცენის დატოვებას არ აპირებს და პირობას დებს, რომ მალე ახალი ჰიტებით გაახარებს მსმენელებს.

”თქვენ მე აუცილებლად მიხილავთ, ოღონდ ჯერ არ ვიცი, სად”, - აღიარა მომღერალმა.

მომზადებულია like.lb.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება