როგორ აღნიშნავენ გიორგობას ცნობილები

როგორ აღნიშნავენ გიორგობას ცნობილები

დღეს გიორგობაა, უდიდესი წმინდანის გიორგის ხსენების დღე, რომელსაც მართლმადიდებლები განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ყველას თავისი ტრადიცია აქვს. ჰოდა, რამდენიმე ცნობილ ადამიანსაც შევეხმიანეთ. ვინც უპასუხა ჩვენს სატელეფონო ზარს, მათ კომენტარს კი იხილავთ, თუმცა ძალიან ბევრთან შეუძლებელი გახდა დაკავშირება, - არ გვიპასუხეს, არადა, სია საკმაოდ ვრცელი გახლდათ.…

ზურა ხაჩიძე, "ქუჩის ბიჭების" წევრი:

- წლების წინ ამ დღეს როცა ბორჯომში ვცხოვრობდი, სოფელ სადგერის, XII საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის უძლიერეს ტაძარში მივდიოდით და ჩვენს ქვეყანას და ოჯახებს ამ უდიდეს წმინდანს ვავედრებდით... თბილისში რომ ჩამოვედი, აქ უკვე მეგობრებთან ერთად, წმინდა გიორგის სახელობის ხან რომელ ტაძარში მივდიოდი, ხან - რომელში. ახლა უკვე ანასტასიასთან ერთად დავდივარ ხოლმე. წმინდა გიორგი საქართველოსთვის და ქართველებისთვის უდიდესი წმინდანია, ყველას შემწე და მფარველი, მას ვავედრებთ საკუთარ ქვეყანას, ოჯახსებს, მეგობრებს...

დღეს უკვე დავბრუნდით ეკლესიიდან და ახლა მეგობრების წრეში აღვნიშნავთ ამ დღესასწაულს, საღამოს კონცერტი გვაქვს და ჩვენი ნამუშევრებით მაყურებელს მოვეფერებით. თქვენს საიტს და მის მკითხველს, ყველას ვულოცავ ამ დიდებულ დღესაწაულს, ღმერთმა და წმინდა გიორგიმ ინებოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და დაკარგული ტერიტორიების შემოერთება.

თაკო აბაშიძე, მსახიობი:

- ჩემი ძირითადი ტრადიცია ასეთ დღეებში ის არის, რომ ოჯახთან ერთად ყოფნას ვამჯობინებ ხოლმე. მიმაჩნია, რომ ეს არის სწორედ საუკეთესო ტრადიცია იმიტომ, რომ ყველა მნიშვნელოვანი დღე ადამიანმა საყვარელ ადამიანებთან ერთად უნდა გაატაროს. ჰოდა, ჩემი ოჯახის წევრებზე მეტად საყვარელი ადამიანები სხვაგან არ მეგულება...

რაც შეეხება თავად დღესასწაულს, ის ყველა მართლმადიდებელს გამორჩეულად უყვარს და მეც მათ რიცხვში ვარ.

ჩვენს ოჯახში ამ დღეს მამა ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავდა და არც ახლა არის გამონაკლისი, - სერიოზული მზადება მიდის ჩვენს სამზარეულოში. მერე კი ტრადიციულ ქართულ სუფრასთან თავის მოლხენით დაგვირგვინდება ყველაფერი. თუმცა ეს დღე იმით იწყება, რომ ეკლესიაში მივდივართ ხოლმე და ასე იყო ახლაც.

გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი:

- ეს დღე უქმეა. ამიტომაც საუკეთესო საშულებაა ჩემთვის განმარტოებისთვის და მეტი ფიქრისთვის. ახლაც ვაპირებ მანქანაზე დავჯდე და სადმე შორს გავიდე...

- სულ ასე იყო?

- ასეა ბოლო წლებია. ადრე, ბავშვობაში დედას ეკლესიაში დავყავდი. ის ღრმად მორწმუნეა. სახელიც წიმნდა გიორგისთან დაკავშირებით მქვია... მახსოვს ერთხელ, მაშინ ტაძრები ცოტა იყო, სოფელ ლიხაურში ეკლესიაში ზურგზე მოკიდებული წამიყვანეს...

- ახლა არ დადიხარ ეკლესიაში?

- ამ დღეს, როგორც ვთქვი, გასვლა მირჩევნია და საკუთარ თავთან მარტო დარჩენა...

ნოე სულაბერიძე, პროდიუსერი:

- ამ დღეს განსაკუთრებული არეფრი ხდება. გიორგობას იმ მეგობრებს ვულოცავ, ვისაც გიორგი ჰქვია. მერე რადგანაც უქმეა, ჩემს ბავშვებთან მიყვარს დროის გატარება და დასვენება... ისე, მე ჰელოუინს როგორ აღვნიშნავ, ამ თემაზე უნდა შემეკითხო (სიცლით ამბობს)...

ზურა ადაჭკორია, ილუზიონისტი:

- გიორგობა გამნსაკუთრებლად მიყვარს. ისე კი, ამ დღეს ჩემი პირველი შვილი - ნიკა დაიბადა. ახლა არ მკითხოთ, გიორგი რატომ არ დააქრვიო. იმიტომ, რომ ჩემს ბაბუას ერქვა ნიკა და უმაგრესი კაცი იყო, თან, ნათქვამი მქონდა, ბიჭი თუ გაჩნდება, ნიკა უნდა დავარქვა-მეთქი და ასეც მოვიქეცი.

დილას ეკლესიაში უკვე ვიყავი... ახლა სახლში სტუმრებს ველოდებით. ერთად უნდა აღვნიშნოთ ნიკას დაბადების დღეც და გიორგობაც. ისე, გიორგიც გვყავს ოჯახში, - ჩემი სიძე, ქალიშვილის ქმარი...

მოკლედ, ყველას გილოცავთ, მრავალს დაესწარით.

ლალი ფაცია სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება