დაშორდა თუ არა მეუღლეს ია ფარულავა -''ორ მაგარ ქალთან ერთად გამოვიდა...''

დაშორდა თუ არა მეუღლეს ია ფარულავა -''ორ მაგარ ქალთან ერთად გამოვიდა...''

ამ ქალბატონის გარშემო სკანდალები სულ არის. მთელი საქართველო განიხილავს მის პირად ცხოვრებას. ეს ნაწილობრივ თავად მსახიობისა და ტელეწამყვანის დამსახურებაცაა. ია ფარულავა''ფეისბუქის'' აქტიური მომხმარებელია და ხშირად ახალ-ახალი პოსტებით გვანებივრებს, თუმცა ბოლო''ფეისბუქპოსტი'', რომელმაც ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაუპირისპირა, იას დაწერილი არ ყოფილა.''ნიჭიერის'' ჟიურის წევრი ამბობს, რომ სოციალური ქსელის პირადი გვერდი გაუტეხეს და ტარიელის მისამართით სალანძღავი სიტყვებიც სხვა ადამიანის ნამოქმედარია.

- ია,''ნიჭიერით'' დავიწყოთ, ყველაზე მკაცრი ჟიურის წევრი ხართ...

- როგორ გეკადრებათ, ცნობილი ფაქტია, რომ ყველაზე მკაცრი ნიკაა.

- კონკურსანტის შეფასებებში მაინც გამოირჩევით...

- არ შეგეკამათებით, მაგრამ ერთი ცხადია, ნიკას ყოველთვის ხელი უსწრებს წინ. კონკურსანტის სცენაზე გამოსვლამდე ერთი წუთიც არ არის გასული, რომ იქსის ღილაკს აჭერს ხელს. ეს ძალიან მაღიზიანებს. ამის გამო მე და გვარამიას შეხლა-შემოხლაც კი გვქონია. ამ მხრივ ძალიან კეთილია ჭოლა, რაც უნდა ცუდი ნომერი იყოს, არ აპროტესტებს. ხელოვანი კაცია, სხვის შრომას აფასებს და ნომერს ბოლომდე უყურებს.

- წინასწარ თუ გაქვთ მცირე ინფორმაცია მაინც კონკურსანტზე, რომელიც სცენაზე გამოდის?

- წინ გვიდევს ანკეტა, სადაც არის მონაწილის ფოტო, რაც არაფრის მთქმელია, სახელი, გვარი, ასაკი, პროფესია. პროდიუსერები გამომსვლელებზე წინასწარ სხვა ინფორმაციას არ გვაწვდიან. მე ვფიქრობ, ეს ცუდია. წინასწარ რომ ვიცოდეთ ამა თუ იმ კონკურსანტის შესახებ, უკეთესი შოუს მოფიქრება შეიძლება. ამ მხრივ ჩვენი პროდიუსერები მკაცრები არიან. თუმცა ისე ამონტაჟებენ გადაცემას, თითქოს წინასწარ ვიცით ამა თუ იმ გამომსვლელის შესახებ. თუნდათ ყურძნის თემა გაიხსენეთ. შესვენების შემდეგ ხელახლა რომ განვთავსდით ჟიურისთვის განკუთვნილ ადგილებზე, ყურძენი ვინატრე. ამ დროს სცენაზე გამოვიდა ორი მონაწილე, რომლებმაც ყურძენი გამოიტანეს, ერთმანეთს ესროდნენ მარცვლებს და ისე გეახლებოდნენ. მართალია, ეს ნომერი დავიწუნეთ, მაგრამ პირი კი ჩავიტკბარუნე ყურძნით. ისე გამოვიდა, თითქოს წინასწარ ვიცოდი, რომ კონკურსანტები ყურძენს გამოიტანდნენ. არადა, ეს მხოლოდ დამთხვევა იყო. ალბათ, მომავალ წელს პროდიუსერები გაითვალისწინებენ, რომ უკეთესი შოუსთვის საჭიროა, გამომსვლელებზე პატარა ინფორმაცია გვქონდეს.

- ისეთი კონკურსანტი თუ გახსენდებათ, რომელმაც ძალიან გაგაღიზიანათ?

- კი. ეს იყო''ცოცარი'', ძალიან გამაღიზიანებელი იყო, იმდენად, რომ სახე შემეცვალა. უფრო მეტად არ დავაკონკრეტებ, განვლილი ეტაპია, მაგრამ თავიდან ფეხებამდე გამაღიზიანებელი ბიჭი იყო.

- მისი სტრიპტიზიც არ მოგეწონათ?

- რა მოსაწონი იყო?! ნორმალური შოუ გააკეთეს პირსახოციანმა ბიჭებმა. მართალია, მე უარი ვუთხარი, მაგრამ ჟიურის დანარჩენი სამი წევრი კმაყოფილი იყო. სხვათა შორის, ბევრი რამ აღარ მახსოვს. მეც კი ინტერესით ვუყურებ''ნიჭიერის'' სერიებს, ჩემთვისაც ბევრი რამ სიურპრიზია, აღარ მახსოვს, ვის რა ვუთხარი, როგორ შევაფასე.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება