ნინელი ჭანკვეტაძე, ლიკა ქავჟარაძე და მარინა კახიანი თამამ სცენებში - "ვინც გაუნათლებელია, მისთვის ეს ეროტიკაა"

ნინელი ჭანკვეტაძე, ლიკა ქავჟარაძე და მარინა კახიანი თამამ სცენებში - "ვინც გაუნათლებელია, მისთვის ეს ეროტიკაა"

ინტერნეტ-სივრცეში, ცოტა ხნის წინ რეჟისორ შოთა კალანდაძის ახალი ფილმი "მედუზა გორგონები" გამოჩნდა. ისევე, როგორც კალანდაძის სხვა ფილმები, თამამი კადრების ნაკლებობა არც ამ კინოსურათშია. ფილმში მთავარ როლებს ლიკა ქავჟარაძე, ნინელი ჭანკვეტაძე, მარინა კახიანი, მზია მაღლაკელიძე და ნუცა შანშიაშვილი თამაშობენ.

როგორ შეიქმნა ფილმი "მედუზა გორგონები", ამაზე Ambebi.ge ფილმის რეჟისორს, შოთა კალანდაძეს ესაუბრა.

- ეს არის ბერძნული მითოლოგიის კინოლექსები, ბავშვობიდან მიყვარს ბერძნული მითოლოგია, ჩემი პედაგოგები სულ მასწავლიდნენ ბერძნულ მხატვრობას. მუდმივად ამის შესახებ ვსაუბრობდით. როდესაც კინოში შევცურე, მომინდა ამ მოტივებზე ფილმი გამეკეთებინა. მედეაც გაკეთებული მაქვს, ნაწილი. მითოლოგიის მიხედვით, ერთი მედუზა გორგონაა, მაგრამ ხელოვნებაში თავისუფლად შეგიძლია გადაასხვაფერო. ეს არის ფოტო, პოეტური კინოლექსი, რომელიც შეიძლება ყველამ ვერ გაიგოს, მაგრამ ქართველები ნიჭიერი ადამიანები არიან და ბევრი ნახვა აქვს ფილმს. უკაცრავად სხვა რეჟისორებს, მაგრამ როგორც ერთ-ერთი ინტერნეტ-პორტალის წარმომადგენლებმა მითხრეს, სადაც ფასიანი იყო ჩემი ფილმების ნახვა, სხვა ფილმებთან შედარებით ჩემი ფილმები იყიდებოდა და მითხრეს, უფასო უნდა გავხადოთო. რუსულ საიტებზეც პოპულარულია ეს ფილმი. ასევე, მადლობას ვეტყვი გერმანიაში და რუსეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს, რომლებმაც ჩემი "ფეისბუქ გვერდები" გახსნეს.

- ფილმი იწყება ეროტიული კადრებით, შენი აზრით, ეს განაპირობებს ფილმის ასეთ პოპულარობას?

- თამამი სცენები დავარქვათ ამას. ვინც გაუნათლებელია, მისთვის ეროტიკაა, მაგრამ ვისაც კინო ესმის, მათთვის ეს ეროტიკა არ არის. უხერხულია საკუთარ თავზე იმის თქმა, ეს ხელოვნებაა, თუ არა. ეროტიული ფილმია მათთვის, ვისაც არ ესმის ხელოვნება. მაგრამ მათაც მადლობას ვეუბნები, რადგან ნახულობენ. მადლობას ვეუბნები მსახიობებს, ნინელი ჭანკვეტაძეს, მზია მაღლაკელიძეს, მარინა კახიანს, ნუცა შანშიაშვილს, ლიკა ქავჟარაძეს. მეუბნებიან, ჰოლივუდის ნებისმიერ დიდ მსახიობს შეშურდებოდა ასეთ ფილმში თამაში და ასეთი სახეების შექმნა. ზონდის სცენა თვითონ ნინელიმ მოიფიქრა. ჩვენ მეორე ფილმზე ვიმუშავეთ ერთად. გენიოსია ნინელი ჭანკვეტაძე და მადლობა. ახალგაზრდები მონაწილეობენ თამამ ორგიებში, ასევე ცირა კუპრაშვილი. როცა ხელოვნებაზეა საუბარი, თუ ადამიანი ჭკვიანი და ნიჭიერია, წინ გაიხედავს. მაპატიეთ, მაგრამ ეს ფილმი ისტორიაში შევა, ასეთი საქართველოში არავის გადაუღია, ახალი ესთეტიკაა, ამას უფრო მეტად გამოამჟღავნებს დრო. ეს არ არის ვულგარულობა.

- რთულია ზღვარის დაცვა, მსგავსი სცენები ვულგარული რომ არ გახდეს?

- მინდა ათმაგად მოვახერხო. ბევრი ადამიანია, ვინც მინდა გადავიღო, ახალგაზრდებს განათლება არ აქვთ და ჰგონიათ, რადგან თამამი სცენაა, ესაა ეროტიკა. მერე წლები რომ გადის, მეუბნებიან, როგორ მივქარე, რომ მაშინ არ დავთანხმდიო.

- დიდი ხანი მუშაობდით ფილმზე?

- დიდხანს ვემზადებოდით. კიდევ კარგი, 3 თვით იყო ნუცა შანშიაშვილი ჩამოსული თბილისში. ნინელი ჭანკვეტაძე განსაკუთრებით ემზადებოდა ამ როლისთვის. მარინას პარიკი ძლივს ვიშოვეთ, დაახლოებით 3 თვე ვემზადებოდით სახეების შექმნისთვის. თვითონ გადაღება კი ერთი დღე გაგრძელდა. ხან რა არ მოსწონდათ მსახიობებს და ხან რა. ყველაზე ადვილი იყო ნუცა შანშიაშვილთან მუშაობა, ლიკა ქავჟარაძესთან. ლიკა ქავჟარაძე ნამდვილი მედუზა გორგონაა. არსებობს ისეთი გენიალური მსახიობები, ვისაც დრო სჭირდება შევიდეს როლში, იფიქროს, აწონ-დაწონოს და ა.შ. როგორებიც არიან ნინელი და მარინა. იმის გარდა, რომ თამაშობენ, ძალიან ლამაზები არიან.

- თავიდანვე იცოდნენ მსახიობებმა ფილმში თამამი სცენები რომ შევიდოდა?

- საერთოდ არ მინდოდა ასეთი სცენები, მაგრამ როცა გადავიღე, რაღაც მაკლდა და დავუმატე. როცა ხატავ, ხომ არ იცი, რა ჩრდილები უნდა დაუმატო თავიდან? წინასწარ არასდროს არ ვიცი, რა გამოვა. ჩემი ფილმები არ არის ტრადიციული. ეს რანგით უფრო მაღალი ფილმია. ამაზე თამამი სცენები მინახია, მაგრამ თუ არ ვცდები, არ არის რეიტინგული ის ფილმები. ასე რომ, მხოლოდ მარტო სიშიშვლეს ვერ მივაწერთ ფილმის პოპულარობას.

- ცნობილია, რომ მსახიობები უფასოდ გთანხმდებიან როლებზე?

- მსახიობებმა იციან, ვისთან მიდიან სათამაშოდ. იციან მათ ნიჭს არ შევზღუდავ და გამოვაჩენ, ალბათ ამიტომაც მთანხმდებიან.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება