ვერიკო კალანდია ''თავისი შვილის მამას'' ეძებს - ნინა პოლიტიკური მოვლენების გადაფარვას აპირებს

ვერიკო კალანდია ''თავისი შვილის მამას'' ეძებს - ნინა პოლიტიკური მოვლენების გადაფარვას აპირებს

სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებში'' მომღერალი ნინა წკრიალაშვილი და მსახიობი ვერიკო კალანდია განუყრელი მეგობრები არიან, ერთად აგვარებენ ყველა პრობლემას და ნებისმიერ საკითხში ერთმანეთს გვერდში უდგანან. იმის გარკვევა გადავწყვიტეთ, რეალურ ცხოვრებაშიც ასე შეხმატკბილებულები არიან თუ არა და მათთან ინტერვიუ ჩავწერეთ.

- თქვენი ნაცნობმეგობრობა სერიალს უკავშირდება თუ მანამდეც იცნობდით ერთმანეთს?

ნინა:

- ''ჩემი ცოლის დაქალებიდან'' რომ დამირეკეს, როლზე უნდა მოგსინჯოთო, ისე გავქანდი, არც მიკითხავს, რა როლი უნდა შემესრულებინა. რადგან მანამდე სერიალში არ მქონდა ნათამაშები, თავიდან ძალიან დავიძაბე და შემეშინდა, მაგრამ იქ მისულს დამხვდა მოღიმარი ვერიკო, ისე იცინოდა, რომ ყველა კბილი უჩანდა. მის მიმართ თავიდანვე დადებითად განვეწყვე.

ვერიკო:

- ნინამდე საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე ადამიანი მოიყვანეს ამ როლისთვის, ამ დროს ნინა მოვიდა საოცარ ფორმაში, შლაპით. შემოვიდა თუ არა, მისგან პოზიტივი წამოვიდა. მოგვცეს დრო, რომ წაგვემეცადინა, ახალგაცნობილები კარგი ნაცნობებივით ჩავუჯექით, გავიარეთ ტექსტი და სულ ორი დუბლი ჩავწერეთ, შედეგით კი ყველა კმაყოფილი დავრჩით.

ნინა:

- ჩემი და ვერიკოს გმირები გადაბმული მეგობრები არიან, რეალურად ჩვენ შორის არსებული ასაკობრივი სხვაობა შეიძლებოდა, პრობლემა გამხდარიყო, მაგრამ მგონი, ისე ვიცვამ და ისე ვაკეთებ ყველაფერს, რომ დიდი სხვაობა არ ჩანს. მოკლედ, ამ მცირე სინჯის შემდეგ მითხრეს, წადი და ათ წუთში მოდი გადაღებაზეო, ისე ვინერვიულე, დავიშოკე…. ვიფიქრე, ამ ტექსტს წავიღებ, ერთი 4-5 დღე ვიმეცადინებ და ისე მივალ გადაღებაზე-მეთქი. შორტი ჩაიცვი და მოდიო – მაშინვე რომ მითხრეს, გული გამისკდა.

ვერიკო:

- მოკლედ, პირველივე დღეს დავმეგობრდით და ეს ურთიერთობა დღემდე გრძელდება.

ნინა:

- ვერიკო ძალიან კეთილი, მეგობრული, მოწესრიგებული ადამიანია, სულ იღიმის, რაც მართლა დასაფასებელია, რადგან ქართველებს ღიმილი გვიჭირს, მიხარია, რომ მისი სახით მეგობარი შევიძინე.

ვერიკო:

- ისე კარგად დამახასიათე, მე რაღა ვთქვა შენზე, არ ვიცი. ნინა ძალიან უშუალო და ყურადღებიანია.

ნინა:

- ვერიკოს ტოლი გოგონები ასჯერ დაბერებულები და დაპატარავებულები არიან, ეს კიდევ ისეთი გულუბრყვილოა, ისეთ შეკითხვებს მისვამს, რომ სიცილით ვკვდები, ხან მგონია, მეღადავება.

- ნინა ჭორების საკითხში გამობრძმედილია, მაგრამ ვერიკო, შენ შესახებ თუ გსმენია რაიმე განსაკუთრებული და როგორ რეაგირებ?

ვერიკო:

- ძირითადად, ვიზუალს უსვამენ ხაზს, ამბობენ, რომ ტუჩები დაბერილი მაქვს, თვალები აწეული, ცხვირი გაკეთებული, თურმე გათხოვილი ვარ და შვილი მყავს, ოღონდ მამა ვინაა, არ ვიცი, თუ მაპოვნინებენ, კარგია. მახსოვს, პირველად ყველაზე მეტად რა მეწყინა. სერიალში რომ გამოვჩნდი, თავიდან კომენტარებს ვკითხულობდი და ერთ-ერთმა დაწერა, ფუ, ეს გოგო ''ნუ პაგადის'' მგელს ჰგავსო, თავიდან ცოტა გავბრაზდი, მაგრამ ახლა მეცინება (იცინის).

ნინა:

- მე მომიხსენიებენ, როგორც აწყობილს, არადა, ცხვირი და ტუჩი მაქვს მხოლოდ გაკეთებული, მაგრამ თუ კიდევ რამე დამჭირდება, აუცილებლად გავიკეთებ. ჩემზე წერენ, ჯექსონს ჰგავსო, ზოგი ზვერევს მადარებს. ახლა უკვე აღარ ვკითხულობ კომენტარებს, მაგრამ ყველაზე მეტად მახინჯოს ის გეძახის, ვისაც თავად აქვს პრობლემა ამ მხრივ. შეიძლება, ადამიანის ნამღერი, შესრულებული როლი არ მოგეწონოს, მაგრამ გარეგნობაზე როგორ შეიძლება დაცინვა, უბრალოდ, არ მესმის.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება