ვანიკო თარხნიშვილმა "ნიჭიერის" მაყურებელი და ჟიური გააცურა

ვანიკო თარხნიშვილმა "ნიჭიერის" მაყურებელი და ჟიური გააცურა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, "ნიჭიერის" მორიგი შესარჩევი ტური გაიმართა. სცენაზე საზოგადოების წინაშე იდუმალი კონკურსანტი წარსდგა,  უცნაურ სამოსში გამოწყობილი ნიღბიანი კონკურსანტის უცნაურმა საქციელმა პირველი წუთებიდან ჟიურის წევრების გაღიზიანება გამოიწვია.

"იდუმალმა კაცმა" საკუთარი თავის წარდგენა არ ისურვა. ნომრის შესრულებისას, ჟიურის წევრის, ია ფარულავას რეპლიკით გაირკვა, რომ კონკურსანტს სცენაზე უცნაური სურნელის "ნივთიერება" დაენთო. იდუმალების ეფექტი კი ის იყო, რომ კონკურსანტი რამდენიმე წამი ჰაერში გაჩერდა. უსიამოვნო სურნელით შეწუხებული ია სცენაზე ავარდა , სანთლები ჩააქრო და კონკურსანტს ჯოხით დაედევნა. ამასობაში კი იდუმალმა კაცმა ნიღაბი მოიხსნა, რომელიც არც მეტი არ ნაკლები შოუს წამყვანი, ვანიკო თარხნიშვილი აღმოჩნდა.

ნახეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება