"უხმოდ" მქუხარე აპლოდისმენტები - "ნიჭიერის" ყველაზე ემოციური ნომერი

"უხმოდ" მქუხარე აპლოდისმენტები - "ნიჭიერის" ყველაზე ემოციური ნომერი

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში "ნიჭიერის" მორიგი შესარჩევი ტური გაიმართა. კონკურსის დასასრულს სცენაზე გოგონათა ჯგუფი გამოვიდა, რომლებმაც Sirtaki -ს ცეკვა შეასრულეს.

"რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ჟიურის წევრმა, ნიკა გვარამიამ პირველმა დააჭირა წითელ ღილაკს, თუმცა მოგვიანებით ამის გამო ბოდიში მოიხადა. ჟიურის წევრები და დარბაზი გაოგნებული დარჩა, როცა გაიგეს, რომ კონკურსანტები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონები ყოფილან.

"ნამდვილად არ მეგონა თუ ამ ადამიანებს მუსიკა არ ესმოდათ და ისე ცეკვავდნენ, მგონია ასეთი საოცრება არც მე და არც ერთ დარბაზში მყოფ ადამიანს არ უნახავს."- დასძინა გვარამიამ.

გოგონებს დარბაზი და ჟიური ფეხზე წამოუდგა. ისინი ერთხმად გადაიყვანეს შემდეგ ტურში.

ნახეთ ვიდეო

ასევე ნახეთ: ვანიკო თარხნიშვილმა "ნიჭიერის" მაყურებელი და ჟიური გააცურა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება