მსოფლიოს წამყვანი მუსიკალური დიჯეები "მოძრაობის თეატრის" მსახიობებთან ერთად, მსმენელს დაუვიწყარ პერფორმანსს შესთავაზებენ

მსოფლიოს წამყვანი მუსიკალური დიჯეები "მოძრაობის თეატრის" მსახიობებთან ერთად, მსმენელს დაუვიწყარ პერფორმანსს შესთავაზებენ

"სილქ ფესტის", ელექტრონული მუსიკის ფესტივალის და სხვა წარმატებული პროექტების ავტორი "როუდ შოუ" ქართველ მსმენელს მორიგ ექსპერიმენტს სთავაზობს. მსოფლიოს წამყვანი მუსიკალური დიჯეები მატიას კადენი, დანიელ სტეფანიკი და ხავი სამბოლი "მოძრაობის თეატრის" მსახიობებთან ერთად მსმენელს დაუვიწყარ პერფორმანსს შესთავაზებს.

Ambebi.ge-ს პროქტის ორგანიზატორი, ესპანეთში მოღვაწე ქართველი პრომოუტერი კახა ჩიქოვანი ესაუბრება.

- კახა, რას სთავაზობთ 28 ნოემბერს მსმენელს?

- პირველად მოხდება საქართველოში "როუდ შოუს" და მოძრაობის თეატრის ერთობლივი ექსპერიმენტის პრეზენტაცია. პროექტ "ფექტ თბილისის" ფარგლებში, საქართველოს ეწვევა წამყვანი დიჯეები, ორი გერმანელი და ერთი ესპანელი. დაუკრავს ორი ქართველი დიჯეიც, ბაჩო და კობერა. პერფორმანსში კი წარმოდგენას მიიღებენ მოძრაობის თეატრის მსახიობები.

- საიდან გაჩნდა ამ პროექტის შექმნის იდეა?

- მე ვცხოვრობდი ესპანეთში, სადაც ჩემმა მეგობარმა ჩამოაყალიბა გაერთიანება და ბოლო ოთხი წელია მთელ მსოფლიოში ატარებენ ივენთებს. გადავწყვტეთ საქართველოშიც ჩაგვეტარებინა. რაც შეეხება ელექტრონული მუსიკის და თეატრის სინთეზს, ეს "როუდ შოუს" იდეაა. ბოლო დროს ძალიან მოხშირდა ივენთები თბილისში და განსხვავებული პროდუქტის შეთავაზება ამიტომაც გადავწყვიტე. გარდა იმისა, რომ მოისმენ კარგ მუსიკას, უყურებ და აღიქვამ რა ხდება სცენაზე. მსმენელის ჩართულობა მოხდება, მოსული სტუმარი მოულოდნელად ხვდება იმ გარემოში, რომელიც ბავშვობაში ზღაპრებში გვაქვს წარმოდგენილი. მოძრაობის თეატრის სცენაც შემთხვევით არ შეგვირჩევია, ყველაზე კარგი ალტერნატიული სივრცეა. ჩვენი ინტერესებიც დაემთხვა, პირველივე შეხვედრის შემდეგ ერთ ენაზე ვსაუბრობთ. უცხოელი დიჯეებისთვისაც ექსპერიმენტია ეს პროექტი.

- რითი დააინტერესეთ ისინი?

- მატიას კადეს პირადად ვიცნობ, ხშირად ვუყვებოდი საქართველოზე და ამანაც დააინტერესა. სტეფანიკი კი მეგობრობს მასთან. ხავი სამბოლს რაც შეეხება, ის ჩემი მეგობრის კომპანიაშია და ამით დავაინტერესეთ. რადგან ეს არის სანახაობრივი შოუ, მსმენელის გარკვეული რაოდენობა უნდა დაესწროს, რომ აღიქვას, რა ხდება გარშემო. ყველა ვერ მოხვდება ამ შოუზე.

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება