თორნიკე ტყემალაძე: "უკანალი გავიდიდე და ენა დავიგრძელე...''

თორნიკე ტყემალაძე: "უკანალი გავიდიდე და ენა დავიგრძელე...''

22 წლის თორნიკე ტყემალაძე ხალხმა გაიცნო კონკურსიდან ''მისტერ ვალენტინი''. ''იმიჯ ცენტრის'' ყოფილი მოდელი ''მისტერ ვალენტინი'' გახდა და კონტრაქტი ახლა ''ლუქს მოდელსთან'' გააფორმა. მოდელ ბიჭებზე ჩვენს ქვეყანაში ჭორაობა უყვართ. არც თორნიკე ყოფილა გამონაკლისი ამ მხრივ. მასზე ამბობენ, ყველაფერი გაკეთებული აქვს, უკანალიც დაბერილი აქვსო. პროფესიით ჟურნალისტი მოდელი ასეთ ჭორებზე არ ბრაზდება, ამბობს, რომ თავად არავისი შურს.

თორნიკე ახლა ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობს და გულშემატკივრების წყალობით, ჯერ აუტსაიდერებში არ მოხვედრილა.

- თორნიკე, სამოდელო სფერომ რა ასაკში გაგიტაცა?

- 18 წლის ვიყავი, როცა ია კიწმარიშვილთან მივედი. მის სამოდელო სააგენტოში ვისწავლე სიარული, მოდელისთვის აუცილებელი მოძრაობები, მანერები, პოზირება. შემდეგ იყო კასტინგები, რეკლამები, ჩვენებები. ია კიწმარიშვილთან ხუთწლიანი კონტრაქტი მქონდა, რომელიც შარშან დამიმთავრდა.

- ''მისტერ ვალენტინზე'' როგორ მოხვდი?

- კონკურსის შესახებ გავიგე და მივედი. მოვაწერე ხელი ორწლიან კონტრაქტს ერთ-ერთ სააგენტოსთან, რომელიც ამ კონკურსის ორგანიზატორი გახლდათ. ასე რომ, ახლაც ამ სააგენტოს მოდელი ვარ.

- და ჯერ კიდევ მოქმედი ''მისტერ ვალენტინი''?

- (იცინის) ჰო, თებერვალში ''გამდის ვადა'', ახალი კონკურსი რომ გაიმართება.

- როგორც მახსოვს, ამ კონკურსს სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია, შენზე ამბობდნენ, გამარჯვება ფულიანმა მამიკომ ჩაუწყოო.

- ჩემს გამარჯვებას ერთ-ერთი კონკურსანტი და დედამისი აპროტესტებდნენ. ამბობდნენ, ასი ათასი გადაიხადაო.

- რატომ გაჩნდა ეჭვი, არ გეკუთვნოდა ეს ტიტული?

- ჩემი აზრით, მეკუთვნოდა, თვითონ კონკურსანტებიც მეუბნებოდნენ რეპეტიციებზე, შენ გაიმარჯვებო. ყველას ჰქონდა ეჭვი, რომ მე გავიმარჯვებდი, იმიტომ რომ… თქმა არ მინდა.

- რატომ? ნარცისიაო, იტყვიან?

- არა… უბრალოდ, ყოველთვის ჩანს, ვინ არის ლიდერი. 14 მონაწილეს შორის სამი ლიდერი ვიყავით, მე გავიმარჯვე.

- რა მოგცა ამ კონკურსმა, რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში?

- პირველ რიგში, ''მისტერ ვალენტინის'' სტატუსი მომცა, თინეიჯერი გოგონების სიყვარული და სამკვირიანი საგზური მილანში.

- ვისთან ერთად წახვედი?

- მარტო გახლდით.

- ცხოვრებაშიც მარტო ხარ?

- ასეა. აქამდე არ გამოჩენილა ადამიანი, რომელზეც სერიოზულად ვიფიქრებდი. ჯერჯერობით სერიოზულ ურთიერთობის აწყობას არავისთან ვცდილობ.

- რატომ?

- მე ხომ კარიერისტი ვარ.

- როგორი გოგონები მოგწონს?

- მაღალი, სლავური გარეგნობის, სასურველია, ქერა იყოს.

- სლავური გარეგნობის გოგონებსაც მოსწონთ თორნიკე?

- კი, რატომაც არა?! ახლა თავისუფალი ვარ და კიდევ დიდხანს ვიქნები თავისუფალი.

- კარიერისტო, შენზე ამბობენ, სახეზე ბევრი კორექცია გაიკეთაო.

- ვისაც უნდა იჭორაოს. მხოლოდ ცხვირი მაქვს გაკეთებული. ეს ტელევიზიებშიც ვთქვი და ჟურნალებშიც მითქვამს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება