''ფსიქოპათთა თამაშებში'' შიშველი ეკა ნიჟარაძის კადრი ''გაიპარა''

''ფსიქოპათთა თამაშებში'' შიშველი ეკა ნიჟარაძის კადრი ''გაიპარა''

''იმედის'' ეთერში გადის ახალი ქართული სერიალი ''ფსიქოპატთა თამაშები'', სადაც მსახიობი ეკა ნიჟარაძე ქმრის მოღალატე ქალს ასახიერებს, ჰყავს ასაკით უფროსი ქმარი და ახალგაზრდა, მასზე პატარა საყვარელი, რომელიც მისი ერთგული არაა, ეკას გმირი კი ფულით ცდილობს მასაჟისტი ანრის შენარჩუნებას. ანრის მსახიობი ერეკლე გეწაძე თამაშობს, ვის მშობლებთანაც ეკას დიდხნიანი მეგობრობა აკავშირებს. ეკას სერიალში ინტიმური და საკმაოდ თამამი სცენები ჰქონდა, ერთ მომენტში შიშველიც გამოჩნდა. გამოხმაურებაზე, ახლობლების რეაქციაზე და ზოგადად, საკუთარ გმირზე ეკა თავად ისაუბრებს.

- სერიალის გადაღებები ზაფხულში მიმდინარეობდა, გიჟურ რეჟიმში ვიყავი, 57 გრადუს სიცხეში პარალელურად ორ სახლში ვაკეთებდი რემონტს. რომ დამირეკეს, ბევრი ვიცინე, სერიალის თავი ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ მსახიობი ვარ და უარი ვერ ვთქვი. სცენარი რომ გადმომიგზავნეს, ვიფიქრე, ჩემთვის ნამეტანი ხომ არ არის-მეთქი, მაგრამ რომ გავიგე, ვინ იქნებოდნენ ჩემი პარტნიორები, ვინ იყო რეჟისორი, დავთანხმდი. ძალიან მალე საფრანგეთში უნდა გავფრენილიყავი, კი ვუთხარი შემოქმედებით ჯგუფს, რომ ჩამოვალ, მერე გადავიღოთ-მეთქი, მაგრამ რაღაცები გადმოაადგილეს, გადაღებები ზედიზედ სამი დღე მქონდა და ყველაფერი მოვასწარით.

- რეალობაში შენი გმირის მსგავსი ქალები თუ შეგხვედრია?

- ალბათ, არსებობენ. რატომღაც, ძირითადად, ორმაგი ცხოვრებით მოთამაშე ქალებს ვასახიერებ. ჩემს გმირს ლანა ჰქვია. ''რუსთავი 2''-ზე რომ გადიოდა სერიალი - ''ჟამი ყვავილობისა'', იქაც დაახლოებით ამავე ტიპის ქალს ვთამაშობდი და იქაც ლანა მერქვა, სცენარი რომ წავიკითხე, ამაზე მაშინვე გავამახვილე ყურადღება, ეტყობა, ეს სახელი ჩვენთან ამ ტიპის ქალებთან ასოცირდება. რატომღაც სულ ასეთ უცნაურ პერსონაჟებს ვთამაშობ, მესმის, მსახიობი ვარ, მაგრამ ხომ შეიძლება შეარჩიო ისეთი მსახიობი, რომელიც შეესაბამება გმირს, მე სულ განსხვავებულ ტიპაჟებს ვასახიერებ. მაგალითად, ''ჩემი ცოლის დაქალებში'' კატოს ყოფილი ქმრის ცოლს ვთამაშობდი, მაგრამ ვფიქრობ, ეს ჩემი როლი არ იყო, იქ უნდა ყოფილიყო ყველანაირად სხვა ტიპის ქალი, ისეთი, ალფონსი ბიჭები რომ ეტანებიან და მოსწონთ. როგორც ჩანს, სწორედ მაგიტომ არ განვითარდა ჩემი გმირის ხაზი, რაზეც, სიმართლე გითხრა, გული მწყდება.

- ეკა, ახალ სერიალში შენი მონაწილეობით ინტიმური სცენა თამამი და ესთეტიკური იყო. ახლდა დაძაბულობა გადაღებების პროცესს?

- არა, გაღებები იყო სახალისო, სერიალში ჩემს მეუღლეს ბატონი ლევან ერისთავი თამაშობს, რომელთანაც მე ადრეც მიმუშავია სერიალზე, მეგობრები ვართ, არაჩვეულებრივი ადამიანია, კარ-გი იუმორი აქვს და ასე სიცილ-სიცილში გადავიღეთ ეს სცენებიც. თვითონ ძალიან ნერვიულობდა, მეც, მაგრამ გადაღების პროცესში დაძაბულობა არ ყოფილა. ვინც ბატონ ლევანს და ასევე რეჟისორ ოთარ შამათავას იცნობს, მიხვდებიან, რასაც ვგულისხმობ. რაც შეეხება ჯაკუზის სცენას, სადაც ერეკლე გეწაძესთან ერთად ვიწექი, ეს კიდევ უფრო სასაცილო იყო, თუნდაც იმიტომ, რომ ერეკლეს მშობლები ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან და რომ გაჩნდა, კარგად მახსოვს, ერთ-ერთი პირველი შვილი იყო ჩვენს სამეგობროში, მაგრამ სერიალში პარტნიორებს, საყვარლებს ვთამაშობთ, ნუ რა ვქნათ, ასეთი პროფესია ავირჩიეთ მეც და ერეკლემაც, ვინ რას წარმოიდგენდა.

- უხერხულობის გრძნობა გქონდა?

- თავიდან კი, სანამ უშუალოდ გადაღების მომენტამდე მივიდოდი, პროცესში კი ძალიან ვიხალისეთ. ჯაკუზის სცენის გადაღებისას ხან ქაფი იყო ზედმეტი, ხან გვციოდა, ხან გვცხელოდა, მაგრამ მსუბუქად გადავათამაშეთ, იმედია, ჩემი პარტნიორებიც ასე მსუბუქად გრძნობდნენ თავს.

- გარდა იმ თამამის სცენისა, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, იყო კადრი, სადაც წელზემოთ შიშველი ჩანდი.

- ეგ შემთხვევით მოხვდა სერიალში, მე თვითონაც არ ვიცოდი, თუ გაუშვებდნენ, კადრი გაიპარა, არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეტყობა, მერე რეჟისორმა ჩათვალა საჭიროდ და ჩასვა, თუმცა ამის გამო არ დამირეკავს და საყვედურები არ გამომითქვამს. მე ვთამაშობდი სპექტაკლში ''ზაფხულის ღამის სიზმარი'', სადაც ნიჟარიდან შიშველი ამოვდიოდი. კარგად მახსოვს, ჭოლამ როგორ მითხრა ეს ამბავი, ჩემს საგრიმიოროში ვისხედით გოგონები, მათ შორის მანანა კაზაკოვა და უცებ ჭოლა მეუბნება, ''ზაფხულის ღამის სიზმარი'' უნდა დავდგა და შენ ითამაშებ, ოღონდ უნდა გაიხადოო. მე ძალიან დავიბენი, პაუზა მქონდა და ამ დროს დაამატა - ნიჭიერად უნდა გაიხადოო. წლები ვთამაშობდი ამ როლს, მაგრამ ამას არავინ გაუღიზიანებია.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება