ლანჩი მიხეილ სააკაშვილთან და ყველაფერი, რაც არ იცით ხატია ბრაჭულზე

ლანჩი მიხეილ სააკაშვილთან და ყველაფერი, რაც არ იცით ხატია ბრაჭულზე

მსახიობი ხატია ბრაჭული სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩენისთანავე პოპულარული გახდა. ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო სერიალში ის ბოზი თამუნას როლს თამაშობს, რომელიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო, ოჯახი დაენგრა და მსუბუქი ყოფაქცევის ქალი გახდა, თუმცა მერე შეუყვარდა და გათხოვდა. საკუთარი თავის შესახებ ხატია Ambebi.ge-ს მკითხვლს თავად უამბობს.

- 23 წლის ვარ, პროფესიით მსახიობი. სანამ თეატრალურში ჩავაბარებდი, ჯავახიშვილში ვსწავლობდი აღმოსავლეთმცოდნებაზე. პირველი ორი წელი ვერ ვაბარებდი თეატრალურში. პირველივე წელს, სანამ სწავლა დაიწყებოდა, ამიყვანეს "დეტექტვებში" მკვდრს როლზე, არანაირი გამოცდილება არ მქონდა, უბედნიერესი ვიყავი. მდინარეზე იყო გადაღება, ციოდა, მაკანკალებდა. როცა დაინახა რეჟისორმა ჩემი დამოკიდებულება საქმისადმი გაგიჟდა და ჩემთვის დაიწერა ტყუპების როლი. მე ვიყავი მუნჯი, ამისთვის მუნჯური ენაც კი მასწავლეს. მეორე სეზონზეც ვითამაშე რუსკა ბუდილაძის როლი, რომელიც გაუპატიურების მცდელობის დროს შემოაკვდებათ. შემდეგ გადამიღეს ბათუმის კლიპში, იყო რეკლამები. ვიღაც ხომ ოცნებობს ჰოლივუდზე? მე თეატრალურზე ვოცნებობდი და მესამე ცდაზე ჩავაბარე კიდეც. თან ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი. მეტყველების გამოცდაზე მოვიდნენ "ღამის შოუს" სტუდიიდან. სერიალისთვის "გოგონა გარეუბნიდან", ახალი სეზონისთვის ახალ გმირებს ეძებდნენ. პირველად როცა დამირეკეს, მეგონა, არ ამიყვანდნენ და არ წავედი კასტინგზე. მეორედ როცა დამირეკეს წავედი და ამიყვანეს. ძალიან ბედნიერი ვიყავი მაშინ. პარალელურად ვთამაშობდი სხვადასხვა ფილმებში და სპექტაკლებში.

- ამის შემდეგ გქონდათ დიდი პაუზა, რამ გამოიწვია ეს?

- არ ვიცი რამ გამოიწვია ეს. აქტიურად ვჩანდი, პოპულარობაც მქონდა, მაგრამ იყო დიდი პაუზა ჩემს ცხოვრებაში. ოპტიმისტი ადამიანი ვარ, ვიცოდი, კარგად იქნებოდა ყველაფერი და აი, მოვხვდი კიდეც "ჩემი ცოლის დაქალებში". ეკა მჟავანაძემ დამირეკა და შემომთავაზა, უნდა ითამაშო როლი, რომელსაც მსახიობი თუ ითამაშებსო. გავეცანი თამუნას პერსონაჟს და დამაინტერესა. თავიდანვე პოპულარული გახდა ეს გმირი. მსუბუქი ყოფაქცევის ქალები განსხვავებულია, პარტნიორიც საინტერესოა საკუთარი კილოთი, მისმა ფრაზებმა და ჩვენმა დუეტმა განაპირობა პერსონაჟების პოპულარობა. თან საინტერესო ხაზით განვითარდა სიუჟეტი, ისე როგორც ცხოვრებაში ხდება. გოგო იყო ბოზი, მერე კი შეუყვარდა ადამიანი და გათხოვდა. ბოლო სერიაში გაირკვა, რომ როცა დაოჯახებული იყო მას ხშირად სცემდა ქმარი და როცა ეკითხებოდა, რატომ მცემ,  ქმრის პასუხი იყო - იმიტომ. სასაცილოდ აიტაცა ხალხმა ეს ფრაზა, მაგრამ ეს არის ჩვენი დღეავნდელი რეალობა და სატირალია. ეს ხდება დღევანდელ საქართველოში. ძალიან მეცოდება ამის გამო ჩემი გმირი. ქალებმა აუცილებლად უნდა დაიცვან თავი მსგავსი ფაქტებისგან და მე ყველას გვერდით ვდგავარ. როგორც მე ვიცი მსუბუქი ყოფაქცევის ქალები უფრო ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი, მე შორიდან გამოვხატავ ამის გამო პროტესტს და თანადგომას მათ მიმართ.

- ბოზის როლი როცა შემოგთავაზეს, ამან ცოტა ხომ არ დაგაფრთხო?

- მსახიობმა ყველანაირი როლი უნდა ითამაშოს. ხან ბოზი იქნება, ხან იურისტი და ხან ექიმი. მასას ბოზების მიმართ ცოტა უცნაური დამოკიდებულება აქვს. ეს ალბათ გაუნათლებლობის ბრალია. როგორ შეიძლება პერსონაჟი ადამიანთან გააიგივო? ზოგადად ცუდი დამოკიდებულება აქვთ ბოზების მიმართ, ეს უდონობის, გაუნათლებლობის და მენტალიტეტის ბრალია.

- ცნობილია, რომ პირადად იცნობდით ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს და მან ლანჩზეც მიგიპატიჟათ...

- მქონდა ბედნიერება მასთან შეხვედრის. ხალხი ცდილობდა სხვა კუთხით დაენახათ ეს. ბევრს ალბათ შურის მომენტიც ჰქონდა, რადგან არ ჰქონიათ ბედნიერება პრეზიდენტთან ლანჩზე მოხვედრილიყვნენ. ვიცოდი ამას რაც მოჰყვებოდა, არ მესიამოვნა, მაგრამ უნდა შევეგუო, რადგან ადამიანებს ბევრი უარყოფითი თვისებები აქვთ და მუდამ ჩასაფრებულები არიან ცუდი, რომ თქვან.

- ისევ რჩებით სააკაშვილის მხარდამჭერად?

- კი, ვრჩები.

- თქვენი აზრით, დააკლდა ქვეყანას?

- კი, დააკლდა.

- შეყვარებული ხართ?

- არ ვარ შეყვარებული. ალბათ ის სიყვარული, რასაც ნამდვილი ჰქვია, არ მოსულა ჩემთან. გატაცებულიც ვყოფილვარ და დაინტერესებულც, მაგრამ ნამდვილი სიყვარული არ მწვევია. აუცილებლად განათლებული და ერუდირებული უნდა იყოს მამაკაცი, მე რომ მომეწონოს. ერუდირებული კაცი კულტურული, ჯელტმენი და იუმორის მქონეა. ძირითადად ჩემი გადაწყვეტილებით ვამთავრებ ურთიერთობებს. წვრილმანებს ვაკვირდები და როცა ვხედავ, რომ ეს ის ადამიანი არ არის, ვამთავრებ ურთიერთობას. წარმატებული, შემდგარი და რეალიზებული მამაკაცები მომწონს.

- ალბათ ბევრი ცდილობს თქვენი გულის მოგებას, არსებობს გამორჩეული თაყვანისმცემელი?

- ანუ დაინტერესებული ვარ თუ არა? ინტერესი მაქვს ერთი ადამიანის მიმართ. არც კი იცის, რომ მომწონს, ჯერჯერობით.

- ვინ არის?

- არ ვიტყვი. არის ჭკვიანი, სიმპატური და წარმატებული ადამიანი.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ფოტოგალერეა| გამომწვევი ხატია ბრაჭული

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება