ვარსკვლავური სამეზობლო - ერთ სადარბაზოში მცხოვრები ქართველი ვარსკვლავები ერთმანეთთან ხახვისა და ნიორის სასესხებლადაც დადიან

ვარსკვლავური სამეზობლო - ერთ სადარბაზოში მცხოვრები ქართველი ვარსკვლავები ერთმანეთთან ხახვისა და ნიორის სასესხებლადაც დადიან

2002 წელს თბილისში, პრესტიჟულ უბანში, ვაკეში, ერთ-ერთ მშენებარე კორპუსს, (ყიფშიძის 17) ვარსკვლავების სახლი დაერქვა, რადგანაც იქ ცნობილმა ადამიანებმა გადაწყვიტეს სამომავლოდ ცხოვრება. მოკლედ, ათსართულიანი შენობის სამი სადარბაზოდან, ერთ-ერთი ცნობილებს დაეთმოთ. მათ შორის იყვნენ: ლელა წურწუმია, ნატო მეტონიძე, რუსა მორჩილაძე, ნატო გელაშვილი, ნიკა რაჭველი, დათო დოიაშვილი, ავთო ცქვიტინიძე, კახა ცისკარიძე, ზუზუ ნოდია, გიორგი უშიკიშვილი, თეა გობეჯიშვილი და ნიკა ლომიძე, "ბასტი ბუბუს" ხელმძღვანელები და კიდევ სხვები, მაგრამ სახლის მშენებლობა უკიდეგანოდ გაგრძელდა - 9 წელი შენდებოდა და როგორც იქნა, დასრულდა... ახალსახლობა დაახლოებით ორი წლის წინ იზეიმეს. მე მის ერთ-ერთ მობინადრეს, კახა მამულაშვილს, იმავე მამულიჩას ვესაუბრე, რომელმაც თავისი ვარსკვლავური სამეზობლოს შესახებ მოგვითხრო.

- ასე რატომ გაგრძელდა თქვენი "ლეგენდარული" სახლის მშენებლობა?

- პრობლემა ის არის, რომ ადამიანი, ვინც აშენებდა, გაკოტრდა და სამუშაოები ვეღარ გაგრძელდა. ამასთან, მშენებელსა და დამფუძნებელს შორის უთანხმოებაც მოხდა, რითაც, მოსახლეობა დავზარალდით.

- კონკრეტულად რაში გამოიხტება თქვენი დაზარალება?

- იმაში, რომ მშენებლობა ჩვენ, საკუთარი სახსრებით დავასრულეთ.

- ანუ თანხა, რომელიც გადაიხადეთ, დაიკარგა?

- კი, ასე გამოვიდა... ხომ ვამბობ, მშენებლობა საკუთარი ძალებით ჩვენ დავამთავრეთ, მაგრამ კორპუსი მაინც შეუღებავი დაგვრჩა. მერია კი კარგად გვეხმარებოდა... დავაგეთ ასფალტის საფარი ეზოსა და სახლის ქვემოთ - პარკინგის ადგილზე...

- როგორც მახსოვს, ამ წლების მანძილზე რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა თქვენი "თანავარსკვლავედი" დატოვა, ანუ სახლი მშენებლობის პროცესში გაყიდა.

- კი, ზოგი წავიდა, არ ჰქონდა საშუალება, რომ ბინა დაემთავრებინა და ჩვენი კორპუსი დატოვეს: რუსა მორჩილაძემ, ნატო გელაშვილმა, გიორგი უშიკიშვილმა... დანარჩენები, ვინც ვიყავით, ისევ ვართ.

- ცნობილია, რომ მშენებლობის დასრულებას სათავეში აქტიურად ლელა წურწუმია ედგა.

- კი, ლელა ჩვენი "პრარაბი" იყო (სიცილით ამბობს).

- საბოლოოდ, არის თუ არა მართლაც ის ''ვარსკვლავური სახლი'', როგორც ჩაფიქრებული იყო?

- ''ვარსკვლავური სახლი'' - ეს სახელი ჩვენ არ დაგვირქმევია, ხალხმა უწოდა. ჩვენს კორპუსს უბრალოდ, პოპულარული ადამიანების სახლს დავარქმევდი.

- როგორია, როცა ამდენი ცნობილი მეზობელი ერთ სადარბაზოში, გვერდი-გვერდ ცხოვრობს?

- კომფორტულია... როდესაც მეგობრები მოშორებით არიან ხოლმე, ჭირს სტუმრად მისვლა. აქ ტრანსპორტიც არ გვჭირდება, ერთმანეთთან ისე დავდივართ და დილამდე არის ხოლმე ამბავი. რომელ საათზეც გინდა, იმ საათზე ვეწვევით ერთმანეთს, პრობლემა არ არის. თუ ვთქვათ, მშიერი მოხვალ და სახლში სადილი არ გაქვს, მეზობელთან შეხვალ და დანაყრდები...

- ე.ი. ნიორის, ხახვისა და მარილის სასესხებლადაც დადიხართ ერთმანეთში...

- ყოფილი შემთხვევა, როცა მაგალითად, პური არ გქვონია და მეზობელთან მივსულვართ...

- თქვენც მიგიკითხავთ და სხვებიც მოსულან, ხომ?

- კი, სრული დემოკრატიაა... ახლა რატი დურგლიშვილიც გადმოვიდა ჩვენთან, ოღონდ, გვერდით სადარბაზოშია.

მოკლედ, ისეა საქმე თუ რამე კონცერტის შეკვეთა გინდა, დიზაინერი გვყავს, რეჟისორი, ქორეოგრაფი, მომღერლები, მუსიკოსები, დირიჟორი, პროდიუსერი, წამყვანები და ა.შ. ყველაფერი მარტივად გადაწყდება და მოგვარდება.

- მეზობლობაში ერთმანთზე ჭორაობა მოსულა. არ ჭორაობთ?

- არა, რატომ უნდა ვიჭორაოთ? ჩვენ შინაურული გარჩევები გვაქვს ხოლმე, საგანგებო სხდომები იმართება (სიცილით ამბობს).

- პრეზიდენტი ვინ გყავთ? ლიფტის ფულს ვინ აგროვებს?

- თიკა რუხაძე და არის ერთი ამბავი, ყოველ დღე გვწყევლის (სიცილით ამბობს).

- მოკლედ, თქვენი კორპუსი თბილისში ყველაზე ''ცხელი'' და ''ბრწყინვალეა,'' არა? და ალბათ, თავზე შარავანდიც ადგას...

- კი, ნახევრად შესაღები შენობა (სიცილით ამბობს) მაგრად "ბრწყინავს"... …

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

"მისი სიკვდილით ჩემთვის რაღაც დაიხურა... იყო პერიოდი, როცა აღარაფერი მაინტერესებდა" - ტრაგედია, რომელმაც ცნობილი კომპოზიტორი მუსიკას ჩამოაშორა

ნინო ცქიტიშვილისა და ვატო ნაცვლიშვილის ულამაზესი ქალიშვილი ანა - მოდის სამყაროში, თაკოს შემდეგ, მასაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ

"სხვა მიზეზით ჩამოვედი, ერთი წლის წინ ძმა დამეღუპა, მინდოდა, ჩემი ძმის და დედის საფლავები მომენახულებინა" - როგორ აღმოჩნდა ნიკოლოზ ცისკარიძე პოზნერის სკანდალურ დაბადების დღეზე