ლევან ხურციასა და მარიამ კუბლაშვილის მგზნებარე რომანი გამჟღავნდა!..

ლევან ხურციასა და მარიამ კუბლაშვილის მგზნებარე რომანი გამჟღავნდა!..

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი საზოგადოებამ ''ცეკვავენ ვარსკვლავებიდან'' გაიცნო. გულწრფელმა გოგონამ მალე თავისი პირადი ცხოვრება გაასაჯაროვა. გულახდილობის წყალობით სხვადასხვა შოუდან ცნობილი გახდა მარიამის დანგრეული ოჯახისა და მისი ბრაზიანი ძმის შესახებ. ადვოკატი ჰყვებოდა, როგორ მიატოვა ქმარმა.

მანამდე ყველასათვის უცნობი მარიამი ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' გამარჯვების შემდეგ არაერთი ჟურნალის გარეკანზე მოხვდა. მისი პირადით დაინტერესდნენ სატელევიზიო შოუებიც. ადვოკატიც ჰყვებოდა თავის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე კი არაფერს ამბობდა.

თუმცა მოგეხსენებათ, თბილისში ძნელია რაიმეს დამალვა. შევიტყვეთ, რომ მარიამ კუბლაშვილსა და მსახიობ ლევან ხურციას მგზნებარე რომანი აქვთ. ამის შესახებ ინფორმაცია სანდო წყარომ მოგვაწოდა. წყვილს ერთმანეთი ამ ზაფხულს ერთ-ერთ წვეულებაზე გაუცნია, შემდეგ რამდენჯერმე საერთო მეგობრის ოჯახში შეხვედრიან ერთმანეთს, მსახიობს უაქტიურია და თავიდან ვითომ საქმიანი შეხვედრები ნელ-ნელა ფლირტში, შემდეგ კი სიყვარულში გადაიზარდა. მარიამსა და ლევანს ხშირად ხედავენ ერთად, თბილისის ერთ-ერთ კაფეში.

ლევან ხურციას საყვარელ ქალებზე მანამდეც ბევრი დაწერილა. დაკვირვებულ მკითხველს, ალბათ, ემახსოვრება, რომ ნესტან კირთაძის ქალიშვილმა, ანი რეხვიაშვილმა, ერთ-ერთ ჟურნალთან მიცემულ ინტერვიუში ლევანისა და თავისი სიყვარულის ამბავი გაამხილა. ქალაქში ჭორაობდნენ ლევანისა და მსახიობ მანანა აბრამიშვილის რომანზეც.

გაგრძელება

იხილეთ ასევე: ამბიციური ადვოკატის სამოდელო კარიერა

იხილეთ გალერეა: ”ყველაზე სექსუალური ქართველი ადვოკატი ქალი - მარიამ კუბლაშვილის გამომწვევი ფოტოები”

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება