კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:30 / 10-03-2016
ცნობილი სამეგობრო წრეები - ვინ ვისი მეგობარია ქართულ შოუბიზნესში
იმის მიუხედავად, რომ შოუ-ბიზნესისთვის ქართული ბაზარი ძალიან პატარაა, ქართველი მომღერლები, მოდელები თუ ტელეწამყვანები ერთმანეთთან მტრობას მეგობრობას არჩევენ და მეგობრობენ კიდეც. ზოგი ბავშვობიდან მეგობრობს, ზოგიერთი კი საერთო საქმემ დააახლოვა. Ambebi.ge ცნობილი ადამიანების მეგობრობის შესახებ მოგითხრობთ.

ნინი ბადურაშვილის, თაკო გაჩეჩილაძის, ქეთა თოფურიას და ქრისტინე იმედაძის
მეგობრობის შესახებ ყველასთვის არის ცნობილი. ნინი და თაკო ერთმანეთს "ბასტი ბუბუდან" იცნობენ, ქეთასთან და ქრისტინესთან კი მოგვიანებით დამეგობრდნენ. სანამ ქეთა თოფურია "ა სტუდიოს" წევრი გახდებოდა, გოგონებმა სტეფანესთან ერთად ჯგუფიც შექმნეს და სიმღერებიც ჩაწერეს, მაგრამ ქეთა მოსკოვში გადავიდა სამუშაოდ, პროექტი კი დაიშალა. ქეთას სხვა ქვეყანაში ცხოვრება გოგონებს მეგობრობას ხელს არ უშლის. ის ხშირად ჩამოდის საქართველოში და ნინი ბადურაშვილის ბავშვის ნათლიაა. რამდენიმე წლის წინ ნინი და თაკო კარიერის ასაწყობად გერმანიაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. თუმცა შემდეგ თბილისში დაბრუნდნენ.

ამბობენ, რომ თინეიჯერობის პერიოდში გოგონები ხშირად ჩხუბობდნენ ერთმანეთთან და ამის მიუხედავად, ისინი საუკეთესო მეგობრებად რჩებიან.

თიკო სადუნიშვილის და ალინა არველაძის მეგობრობა რამდენიმე წელს ითვლის. მას შემდეგ, რაც თიკო ტელეეკრანიდან გაუჩინარდა, ეთერში ალინა არველაძის მეშვეობით დაბრუნდა. მისი გადაცემის "თბილისი ლაივის" პროდუსერი სწორედ ალინა არველაძე იყო. ალინა და თიკო ერთად დადიოდნენ გადაღებებზე, დასასვენებლად და გასართობად. მათი მეგობრობა "თბილისი ლაივის" დახურვის შემდეგაც გაგრძელდა.

ნინა წკრიალაშვილი, ხატია შამუგია და ნინო ჩხეიძე რამდენიმე წლის წინ დამეგობრდნენ. ერთმანეთს ქართულმა შოუ-ბიზნესმა დაახლოვათ. გოგონებს უყვართ ერთად გართობა და ხშირად მღერიან კიდეც. რამდენიმე წლის წინ ინტერნეტით ვიდეორგოლიც გავრცელდა, სადაც ხატია შამუგია და ნინო ჩხეიძე რუსულ სიმღერას მღერიან. ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურებები მოჰყვა.

ხატია შამუგია შოუ-ბიზნესის სხვა წევრებთანაც მეგობრობს, მისი მეგობრები არიან ლელა წურწუმია, გიო ხუციშვილი, თაკო დოლაბერიძე და გვანცა კილასონია. ზოგიერთ მათგანთან შამუგიას ნათესაობაც კი აკავშირებს. რაც შეეხება ნინას, ის თიკო სადუნიშვილთან,
You must have Flash Player installed in order to see this player.
შორენა ბეგაშვილთან, იასენიასთან და ჯაბა ქარსელაძესთან
მეგობრობს. ზაფხულში იასენიამ და ნინამ ჯაბა ქარსელაძესთან დაისვენეს საფრანგეთში.

მოდელი სალომე ღვინიაშვილი ახალ-ახალი მეგობრების შეძენით არ არის დაკავებული. მის გარშემო ძირითადად მხოლოდ ბავშვობის მეგობრები არიან. სალომე ღვინიაშვილი პარლამენტარ ზურა აბაშიძის მეუღლესთან, თეონა ბენაშვილთან და ანუკი არეშიძესთან მეგობრობს. თეონა და სალომე ერთად სწავლობდნენ 55-ე სკოლაში და ბავშვობაში დაწყებული მეგობრობა დღემდე გრძელდება. რაც შეეხება ანუკის და სალომეს, მათ ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გაიცნეს. როგორც ცნობილია, ანუკა არეშიძე უკრაინაში წარმატებული დიზაინერია, ის საკუთარ ჩვენებებში მონაწილეობის მისაღებად ხშირად იწვევს სალომე ღვინიაშვილს.

თამარ ბოჭორიშვილი
13:50 / 10-03-2016
რა ,,მეგობრობა,,? აბა სად არის?
:D
13:02 / 10-03-2016
ქართული შოუბიზნესი არის ნამდვილი შოუბიზნესის პროვინციული კარიკატურა)))))
გია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
14:34 / 27-04-2017  Image რა ქონებას ფლობს დედაქალაქის მთავრობის მილიონერი წარმომადგენელი ია მაქაცარია?
4 მილიონერს შორის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია ლიდერობს
20:48 / 27-04-2017  Image ნარგიზა "ნატვრის ხიდან" - სად არის და როგორია ახლა მაცდური ქალი?
ნარგიზა ყველას ახსოვს, თუმცა მისი ვინაობა ბევრმა არ იცის
18:28 / 27-04-2017  Image "პატრულის თანამშრომელს კალთაში ეჯდა ჩემი შვილი...გადავრჩით" - პოლიციამ დედას დაკარგული შვილი დაუბრუნა
"მეგონა მთელი ცხოვრება გავიდა, არადა 15 უგრძესი წუთი..."
11:46 / 27-04-2017  Image პორტუგალიელი წინასწარმეტყველი - 2017 წლის 13 მაისს მესამე მსოფლიო ომი დაიწყება
ბირთვული ომში აშშ, ჩინეთი, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ჩაერთვება
12:09 / 27-04-2017  Image გამოცდილი დიასახლისების ხრიკი: რატომ ყრიან ღუმელის ფირფიტაზე მარილს ქათმის შეწვისას?
თითოეულ კილოგრამზე აუცილებელია 40 წუთის თერმოდამუშავება
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49