ცნობილი სამეგობრო წრეები - ვინ ვისი მეგობარია ქართულ შოუბიზნესში

ცნობილი სამეგობრო წრეები - ვინ ვისი მეგობარია ქართულ შოუბიზნესში

იმის მიუხედავად, რომ შოუ-ბიზნესისთვის ქართული ბაზარი ძალიან პატარაა, ქართველი მომღერლები, მოდელები თუ ტელეწამყვანები ერთმანეთთან მტრობას მეგობრობას არჩევენ და მეგობრობენ კიდეც. ზოგი ბავშვობიდან მეგობრობს, ზოგიერთი კი საერთო საქმემ დააახლოვა. Ambebi.ge ცნობილი ადამიანების მეგობრობის შესახებ მოგითხრობთ.

ნინი ბადურაშვილის, თაკო გაჩეჩილაძის, ქეთა თოფურიას და ქრისტინე იმედაძის მეგობრობის შესახებ ყველასთვის არის ცნობილი. ნინი და თაკო ერთმანეთს "ბასტი ბუბუდან" იცნობენ, ქეთასთან და ქრისტინესთან კი მოგვიანებით დამეგობრდნენ. სანამ ქეთა თოფურია "ა სტუდიოს" წევრი გახდებოდა, გოგონებმა სტეფანესთან ერთად ჯგუფიც შექმნეს და სიმღერებიც ჩაწერეს, მაგრამ ქეთა მოსკოვში გადავიდა სამუშაოდ, პროექტი კი დაიშალა. ქეთას სხვა ქვეყანაში ცხოვრება გოგონებს მეგობრობას ხელს არ უშლის. ის ხშირად ჩამოდის საქართველოში და ნინი ბადურაშვილის ბავშვის ნათლიაა. რამდენიმე წლის წინ ნინი და თაკო კარიერის ასაწყობად გერმანიაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. თუმცა შემდეგ თბილისში დაბრუნდნენ.

ამბობენ, რომ თინეიჯერობის პერიოდში გოგონები ხშირად ჩხუბობდნენ ერთმანეთთან და ამის მიუხედავად, ისინი საუკეთესო მეგობრებად რჩებიან.

თიკო სადუნიშვილის და ალინა არველაძის მეგობრობა რამდენიმე წელს ითვლის. მას შემდეგ, რაც თიკო ტელეეკრანიდან გაუჩინარდა, ეთერში ალინა არველაძის მეშვეობით დაბრუნდა. მისი გადაცემის "თბილისი ლაივის" პროდუსერი სწორედ ალინა არველაძე იყო. ალინა და თიკო ერთად დადიოდნენ გადაღებებზე, დასასვენებლად და გასართობად. მათი მეგობრობა "თბილისი ლაივის" დახურვის შემდეგაც გაგრძელდა.

ნინა წკრიალაშვილი, ხატია შამუგია და ნინო ჩხეიძე რამდენიმე წლის წინ დამეგობრდნენ. ერთმანეთს ქართულმა შოუ-ბიზნესმა დაახლოვათ. გოგონებს უყვართ ერთად გართობა და ხშირად მღერიან კიდეც. რამდენიმე წლის წინ ინტერნეტით ვიდეორგოლიც გავრცელდა, სადაც ხატია შამუგია და ნინო ჩხეიძე რუსულ სიმღერას მღერიან. ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურებები მოჰყვა.

ხატია შამუგია შოუ-ბიზნესის სხვა წევრებთანაც მეგობრობს, მისი მეგობრები არიან ლელა წურწუმია, გიო ხუციშვილი, თაკო დოლაბერიძე და გვანცა კილასონია. ზოგიერთ მათგანთან შამუგიას ნათესაობაც კი აკავშირებს. რაც შეეხება ნინას, ის თიკო სადუნიშვილთან, შორენა ბეგაშვილთან, იასენიასთან და ჯაბა ქარსელაძესთან მეგობრობს. ზაფხულში იასენიამ და ნინამ ჯაბა ქარსელაძესთან დაისვენეს საფრანგეთში.

მოდელი სალომე ღვინიაშვილი ახალ-ახალი მეგობრების შეძენით არ არის დაკავებული. მის გარშემო ძირითადად მხოლოდ ბავშვობის მეგობრები არიან. სალომე ღვინიაშვილი პარლამენტარ ზურა აბაშიძის მეუღლესთან, თეონა ბენაშვილთან და ანუკი არეშიძესთან მეგობრობს. თეონა და სალომე ერთად სწავლობდნენ 55-ე სკოლაში და ბავშვობაში დაწყებული მეგობრობა დღემდე გრძელდება. რაც შეეხება ანუკის და სალომეს, მათ ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გაიცნეს. როგორც ცნობილია, ანუკა არეშიძე უკრაინაში წარმატებული დიზაინერია, ის საკუთარ ჩვენებებში მონაწილეობის მისაღებად ხშირად იწვევს სალომე ღვინიაშვილს.

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება