ბრავო, ოთო! - ნემსაძის პირველი კომენტარი მეგაშოუში ბინის მოგების შემდეგ

ბრავო, ოთო! - ნემსაძის პირველი კომენტარი მეგაშოუში ბინის მოგების შემდეგ

მეგა-შოუ "ბრავო" ოთო ნემსაძის გამარჯვებით დასრულდა. ჯეიმს ბრაუნის უკვდავი ჰიტი ოთომ ორკესტრთან ერთად შეასრულა. პროექტის ფინალში ერთმანეთს 8 მუსიკოსი ეჯიბრებოდა, რომელთა ლობისტებიც იყვნენ მაია ასათიანი, ლალი მოროშკინა, შორენა ბეგაშვილი, გიორგი ყიფშიძე, ვანიკო თარხნიშვილი, ნიკა გრიგოლია, ვლადიმერ ბოისა და ნინო გაჩეჩილაძე.

პროექტის ფინალში გადასულ რჩეულ მომღერლებს შორის, მსმენელს განსაკუთრებულად დაამახსოვრდა მარიტა როხვაძის მუსიკალური ნომერი და სალომე ტეტიაშვილის მიერ შესრულებული მერაია ქერის სიმღერა. სალომეს პრიზად 5000 ლარი გადაეცა, ოთო ნემსაძემ კი ბათუმში ბინა მოიგო.

- ოთო, ელოდი ასეთ შედეგს?

- ახლაც ვერ წარმომიდგენია, რომ გავიმარჯვე. მინდოდა შემაჯამებელი კონკურსი ყოფილიყო კონკურსებს შორის, თუმცა ამ შედეგს, ასეთი უპირატესობით გამარჯვებას არ ველოდი. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ მე სულ თქვენს გვერდით ვიქნები. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩემს ლობისტს, ლალი მოროკინას, სუპერ ადამიანია, უნიჭიერესი, ქალი - შოუ. ამ ქალბატონის აზრს პატივს ვცემ, მან ბევრი რამ გააკეთა, რამაც ჩემი გამარჯვება განაპირობა.

- დიდხანს მუშაობდით ჯეიმს ბრაუნის სიმღერის ამ ვერსიაზე?

- ცოტა ხანი გვქონდა, მარამ ამ არაჩვეულებრივ მუსიკოსებთან და "რუსთავი 2-ის" ჯგუფთან ერთად შევძელით და ორ დღეში შეიქმნა სიმღერის ეს ვერსია. ყოველთვის გავურბოდი ამ სიმღერას, მაგრამ ამის დროც მოვიდა.

- ცნობილია, რომ ბოლო დროს უკრაინაში ცხოვრობთ, აპირებთ იქ დაბრუნებას?

- თუ იქნება რამე პროექტი, რა თქმა უნდა, წავალ. მაგრამ საქართველოს გარდა სხვაგან ვერ ვიცხოვრებ.

- რას უპირებთ მოგებულ ბინას?

- აუცილებლად დავისვენებ ჩემს მეგობრებთან ერთად.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო: ოთო ნემსაძის მეგა-შესრულება მეგა-შოუში "ბრავო"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება