"ნიჭიერის" პირველ "ლაივს" ტრიუმფატორები და ჟიური აფასებენ - რა მოხდა პირდაპირი ეთერის შემდეგ

"ნიჭიერის" პირველ "ლაივს" ტრიუმფატორები და ჟიური აფასებენ - რა მოხდა პირდაპირი ეთერის შემდეგ

"ნიჭიერის" სამი ფინალისტი უკვე ცნობილია. ფილარმონიის სცენაზე გუშინ, არაერთი განსხვავებული ნომერი შესრულდა. პროექტის ფინალში გადავიდნენ თემო და ქეთი, გევორქ პეტროსიანი და ჯგუფი "Happy Hands".

რა ხდებოდა ფილარმონიაში პირდაპირი ეთერის შემდეგ, და რა კომენტარები გააკეთეს გამარჯვებულმა, დამარცხებულმა კონკურსანტებმა და ჟიურიმ, ამას ჩვენი სტატიიდან გაიგებთ.

- მაყურებლის გადაწყვეტილებით, ხმების უმრავლესობით პროექტის ფინალში მოხვდნენ თემო და ქეთი, ელოდით ამ გადაწყვეტლებას?

ია ფარულავა (ნიჭიერის ჟიური):

- აღფრთოვანებულები ვართ, მაგარი შოუ იყო. ჩვენ გვინდოდა ქეთის და თემოს გადაყვანა, მაგრამ ისინი ფინალში მაყურებელმა გადაიყვანა. გევორქ პეტროსიანის არგადაყვანა ფინალში იქნება საოცარი რაღაც. რთული იყო არჩევანის გაკეთება, რამდენიმე კონკურსანტზე გული დამწყდა.

- ვისზე დაგწყდათ გული?

- ძალიან მინდოდა გიტარისტებს კარგად დაეკრათ. ბოლოს და ბოლოს, გიტარა ჩემი სუსტი წერტილია. რუსი გოგონები მომეწონა, მაგარი ნომერი აჩვენეს, მაგრამ გევორქს მივანიჭეთ უპირატესობა.

- შოუს მსვლელობისას ახალი პროექტი "შერეკილი გიტარა" დააანონსეთ, რა პროექტია?

- ეს არის პროექტი, რომელსაც ტარიელი ამზადებს და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გავმართავთ კონცერტებს. გია ყანჩელის მუსიკალური ნაწარმოებები იქნება პროექტში, სიმფონიური და კამერული მუსიკა ტარიელმა გადაიტანა გიტარაზე, ამას მხოლოდ შერეკილი ადამიანი თუ გააკეთებდა.

- ელოდი, რომ ასეთი უპირატესობით მოხვდებოდი ფინალში?

თემო (ნიჭიერის ფინალისტი):

- დილიდან ვნერვიულობდი, არ ველოდი ამ შედეგს. მაყურებლის ფავორიტები თუ გავხდებოდით, არ მეგონა. მადლობა მთელ საქართველოს გვერდით დგომისთვის. შემდეგ გამოსვლაზე უკეთეს სანახაობას გპირდებით.

გევორქ პეტროსიანი (ჟიურის რჩეული):

- არ ველოდი, რადგან ბევრი ღირსეული კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას. მე ვშრომობდი, ვმუშაობდი და მოტივირებული ვიყავი, შესაბამისად, მიხარია გამარჯვება. რუსები ამბობენ, ნიჭიერი ადამიანი ყოველთვის უნდა გამოჩნდესო. ადამიანი თუ მოწოდებით არის მომღერალი, მაგას ვერ დამალავ და ეტყობა, არ დარჩა ეს შეუმჩნეველი.

"ნიჭიერის" სცენაზე რუსი გოგონების Wild Girls-ს გამოსვლას დარბაზი ოვაციებით შეხვდა. გოგონებმა პირობა შეასრულეს და სასცენო ნომერი ლურსმნებზე შეასრულეს, თუმცა ფინალში ვერ მოხვდნენ.

- გვიხარია, რომ წარმატებული გამოდგა ჩვენი გამოსვლა. საქართველოში "ნიჭიერის" გამო ჩამოვედით, დავათვალიერეთ მცხეთა, აღფრთოვანებული ვართ ქართველებით და საქართველოთი. თუ გადავიდოდით ფინალში, საინტერესო და უფრო საშიშ ნომერს შევთავაზებდით მაყურებელს, მაგრამ ვერ მოვხვდით ფინალში.

- ძალიან პოპულარულები გახდით საქართველოში, განსაკუთრებით მამაკაცები გგულშემატკივრობენ, თქვენმა მეუღლეებმა იციან აქ ასეთი პოპულარულები რომ ხართ?

- არ გვგონია, ასე იყოს. ინტერნეტში, სადაც ჩვენი ვიდეოები და სურათები დევს, წავიკითხეთ კომენტარები და ქართველი კაცები წერენ, თითქოს ლესბოსელები ვართ. ჩვენ სცენაზე ასე იმიტომ გამოვდივართ, რომ დამსხვრეულ მინებზე, ლურსმნებზე ვასრულებთ ჩვენს სასცენო ნომრებს და კომბინიზონებს ნამდვილად ვერ ჩავიცმევთ, რადგან მერე ვერავის დავუმტკიცებთ, რომ ფეხი გავიჭერით.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება