როგორ დაიკლო ნოდიკო ტატიშვილმა 10 კილო დიეტის გარეშე

როგორ დაიკლო ნოდიკო ტატიშვილმა 10 კილო დიეტის გარეშე

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში უფრო მეტად ცეკვავს, ვიდრე მღერის, შესამჩნევად გახდა. როგორ მიაღწია ამ რეზულტატს მომღერალმა, ამის შესახებ ის ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში საუბრობს. გთავაზობთ ფრაგმენტს:

"სარკე": ძალიან გამხდარი მეჩვენებით, რამდენი კილო დაიკელით?

ნოდიკო ტატიშვილი: 10 კილოს შეველიე, ოღონდ დიდი სიამოვნებით. 89 კილო ვიყავი და ახლა 79 ვარ, ოღონდ ბოლო რამდენიმე დღეა, არ ავწონილვარ.

"სარკე": დიეტით დაიკელით თუ ვარჯიშით?

ნოდიკო ტატიშვილი: არანაირი დიეტა! სად შემიძლია დიეტა?! როცა მშია, გემრიელად, კაცურად უნდა ვჭამო, თორემ მერე ცუდ ხასიათზე ვარ და ვიღრინები. როცა ძალიან იღლები, მერე ისე გემრიელად ვეღარ ჭამ. უნდა ნახოთ, დედაჩემი როგორ ნერვიულობს, გეგონება, უჭმელი ვიყო. სულ მირეკავს, ვაიმე, დედიკო, მშიერი ხომ არ ხარ, ვაიმე, ჭამეო და სულ ასე მაკონტროლებს. ძალიან რომ გავხდი, ჰგონია, ეს ცუდია, დავსუსტდები, ძალას დავკარგავ და ა.შ.

დაკლება სულ მინდოდა, მაგრამ ვერაფრით მოვახერხე, გადატვირთული გრაფიკის გამო ვერც ვვარჯიშობდი. ამას გარდა, დაახლოებით 12 საათზე ვიღვიძებდი, ახლა კი ადრე მიწევს ადგომა, რადგან კვირაში რამდენიმე დღე დილის 10 საათზე მაქვს ვარჯიში და ყველაფერი უნდა მოვასწრო. სამ მაღვიძარას ერთად ვაყენებ, რომ 5 წუთიანი ინტერვალით დარეკოს, ბოლოს რომ რეკავს, აზრზე მაშინ მოვდივარ. ცეკვამ მთელი ჩემი ცხოვრების რეჟიმი შეცვალა.

"სარკე": ამ პროექტში მონაწილეობით საკუთარ თავში რა აღმოჩენები გააკეთეთ?

ნოდიკო ტატიშვილი: როცა ვვარჯიშობთ, სარკეში ყურება არ მიყვარს, რადგან თვითკრიტიკული ვარ და რასაც ვაკეთებ, არაფერი მომწონს. მიუხედავად იმისა, რომ ჯულიანა მეუბნება, კარგიაო, სარკეში ჩახედვით მაინც ვიბნევი. როცა ცეკვის შემდეგ ჩანაწერს ვახვევ და ვნახულობ, მიკვირს, ეს როგორ გამომივიდა-მეთქი. ვერ წარმომედგინა, ტანგოს ასე ცეკვა თუ შემეძლო. როცა ეკრანზე ჩემს თავს ვუყურებ, მგონია, რომ ის აბსოლუტურად სხვა ნოდიკოა.

ამ პროექტში ერთი ცუდი რაღაც დამჩემდა - როცა მე და ჯულიანას გვაცხადებენ, საშინელი არითმია მეწყება, გულისცემას წუთში დაახლოებით 100-110-ს ვითვლი. თან მგონია, რომ ვერ ვიცეკვებ, არც ერთი ნაბიჯი მახსოვს და ა.შ. საკმარისია, მუსიკა ჩაირთოს, რომ ის 2 წუთი სულ სხვაგან ვარ და არც მახსოვს, თუ ვნერვიულობდი.

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება