"მანდარინები" ოქროს გლობუსზე საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში დასახელდა

"მანდარინები" ოქროს გლობუსზე საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში დასახელდა

ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები" ოქროს გლობუსზე საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში დასახელდა.

"მანდარინები" უკვე 21-ე საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.

ოქროს გლობუსის 72-ე ცერემონიალზე ზაზა ურუშაძის ფილმი ესტონეთის სახელით არის წარდგენილი.

ფილმი "მანდარინები" 2013 წელსაა გადაღებული. ფილმის სიუჟეტი ვითარდება აფხაზეთის ომის პერიოდში, თუმცა ფილმში არ არის ასახული ომის სცენები. მასში მოთხრობილია აფხაზეთში მცხოვრები ესტონელების შესახებ. ომის დროს ესტონეთის ხელისუფლებამ აფხაზეთიდან იქ მცხოვრები ესტონელები გაიყვანა, მაგრამ რამდენიმე მათგანმა თავისი სურვილით არჩია აფხაზეთში დარჩენა. ფილმში აღწერილია ერთ-ერთი ესტონელის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი ჯარისკაცების ურთიერთობა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება