ნინას პირველი კომენტარი თავის ახალ "ლეზბოკლიპზე" საავადმყოფოდან - მომღერალს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა

ნინას პირველი კომენტარი თავის ახალ "ლეზბოკლიპზე" საავადმყოფოდან - მომღერალს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა

"რა გიპასუხო" - ასე ჰქვია სპეციალურად ნინა წკრიალაშვილისთვის ზაზა ხუბუკელაშვილის მიერ დაწერილ სიმღერას, რომლის ტექსტის ავტორი თავად მომღერალია. ამ ნამუშევარზე კი კლიპი რეჟისორმა გიორგი კიკალიშვილმა გადაიღო.

ნინას პარტნიორობას სექსიმბოლო - შორენა ბეგაშვილი უწევს. კლიპი, როგორც თავად ნინამ აღნიშნა, "ლესბო" გამოვიდა.

ჩვენ დავუკავშირდით მომღერალს და კომენტარი ვთხოვეთ, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ტელეფონთან საავადმყოფოში მყოფი ნინა შეგვრჩა. ის იქ გუშინ მოულოდნელად მოათავსეს, სასწრაფო ოპერაცია დასჭირა, თავს დღეს ცოტა უკეთ გრძნობს.

- რაკი შემეხმიანეთ, უარს არ გეტყვით და გიპასუხებთ. ცოტა სუსტად კი ვარ, მაგრამ ყველაფერი მალე გამივლის. რაც შეხება თქვენს კითხვას, - თუ რას ვგრძნობ ჩემი ლესბოკლიპის გამოსვლის შემდეგ, გეტყვით, რომ ვგრძნობ სიმშვიდეს იმიტომ, რომ ამ ვიდეორგოლმა ზუსტად ის რეაქცია გამოიწვია, რასაც ველოდი (სიცილით ამბობს).

- რას ელოდი?

- რომ დაიწყებდნენ ლანძღვას...

- იმასაც ამბობენ, - გაუგებარია, ასეთი კლიპის გადაღების სურვილი რატომ გაჩნდა და თუ გადაიღეს, მაშინ ბოლომდე თამამები ყოფილიყვნენ, მოკრძალებული გამოვიდა, ერთი მაინც ეკოცნათო...

- როგორც ყოველთვის, დღესაც ვაკეთებ იმას, რაც მიმაჩნია საინტერესოდ. გადაღება კიდევ უნდა გვქონოდა, მაგრამ ერთი დღე ჩაგვივარდა, ცუდად ვიყავი...

რაც შეეხება კოცნას, ხუმრობით გეტყვით, რომ მათ ფანტაზიას ვეცი პატივი. ეს კლიპი ფანტაზიის სავარჯიშოა... მოკლედ, ეს არის როლი, დიახ, ჩვენი როლი, - ვითამაშეთ, ხალხოოოო!

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ კლიპი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება