ნიჭიერ ამალია ჯიბლაძეს ევროკავშირის ყოფილი ელჩი კულისებში ჩაეხუტა - რა მოხდა შოუს დასრულების შემდეგ

ნიჭიერ ამალია ჯიბლაძეს ევროკავშირის ყოფილი ელჩი კულისებში ჩაეხუტა - რა მოხდა შოუს დასრულების შემდეგ

ფილარმონიის სცენაზე, გუშინ "ნიჭიერის" კიდევ 3 ფინალისტი გამოავლინეს. პროექტის ფინალში მოხვდნენ ჯგუფი "ლილე", ამალია ჯიბლაძე და თეკლა ასლანიკაშვილი. შოუს ესწრებოდა ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი, რომელმაც "ნიჭიერის" შემქმნელებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კონცერტის დასრულების შემდეგ კი კულისებში ამალია ჯიბლაძეს შეხვდა და მისთვის კომპლიმენტები არ დაიშურა.

ამალია ჯიბლაძე:

- ფილიპ დიმიტროვი სასიამოვნოდ მესაუბრა, მითხრა, არ მეგონა ასე კარგად თუ მღეროდითო. ძალიან გახარებული ვარ. სადაც კი მიმღერია, ასეთი მაღალი შეფასება არ მიმიღია. ძალიან კმაყოფილი ვარ ხალხის, ჟიურის და ელჩის შეფასებით. იმედი მაქვს მომავალშიც კარგ შეფასებებს მივიღებ.

- ელოდით ასეთი შედეგს?

- ვხვდებოდი, რომ ფინალში მოვხვდებოდი, ეს პირველ რიგში დიდი ბრძოლაა, მაგრამ სინამდვილეში დიდ სიამოვნებას ვიღებ. არ ვიცი, რას ვიმღერებ ფინალში, მაგრამ საინტერესო იქნება. დადებითი და სასიამოვნო ემოციებით ვარ ახლა დატვირთული.

- სტრესმა გაგიარათ?

- კი. დამეხმარნენ მეზობლები, მეგობრები და სიმღერა. მე, როგორც ადამიანი შევიცვალე ამ პროექტის მერე, ცხოვრების ხალისი გამიჩნდა, სხვანაირად ვუყურებ ყველაფერს, ნამდვილ ზღაპარში მოვხვდი და რომ ვუყურებ, რაც ხდება ჩემს გარშემო, დამთავრდება და ისევ ისე იქნება, როგორც წარსულში. არ ვნანობ აქ მოხვედრას და მადლობა ყველას, ვინც ხელი მკრა აქ მოსახვედრად.

კორნელი მაისაშვილმა "ნიჭიერის" სცენაზე რამდენიმე საშიში ნომერი შეასრულა, რომელიც მძიმე სანახავი იყო, ამიტომ ჟიურის წევრებმა წითელ იქსებს დააჭირეს ხელი და კონკურსანტს ნომერი შეაწყვეტინეს. ჩვენი ინფორმაციით, ამას პროექტის პროდუსერების გიორგი ხაბურზანიას და დემნა ჯაფარიძის უკმაყოფილება მოჰყვა.

- გიორგი, მართალია, რომ კორნელი მაისაშვილის გამოსვლის დროს ჟიურის წევრებს გაუბრაზდით?

- არ გავბრაზდით, უბრალოდ, თვალზე რომ ირტყამდა კორნელი, ნიკამ დააჭირა წითელს და სხვებიც აყვნენ. იმიტომ არის იქსები, რომ ლაივის დროსაც დააჭიროს ხელი ჟიურიმ. მაგრამ უნდა ახსნა, რატომ გააკეთე ეს, ისე გამოვიდა, რომ დააჭირეს, გააჩერეს კორნელი და შემდეგ შეაქეს. ჩვენ ვუთხარით, რატომ დააჭირეთ-თქო, თვითონ კორნელიც ვერ მიხვდა, რატომ მოხდა ეს და ჩვენთან მოვიდა. თუ აჭერ, რაღას აქებ? ეს იყო და ეს, სხვა არაფერი.

- დღევანდელ გადაცემას როგორ შეაფასებ, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო ჟიურიმ და მაყურებელმა?

- კიდევ უფრო ბრწყივნალე იყო, ვიდრე პირველი გადაცემა. კარგია, რომ ქართველი ხალხი ობიექტურია და სწორ გადაწყვეტილებას იღებს, ფინალში გადავიდა "ლილე". რაც შეეხება ჟიურის გადაწყვეტილებას, ამალია უპირობოდ ყველაზე კარგი მომღერალია. კარგია, რომ ბედნიერი "ჰეფი ენდით" მთავრდება ყველაფერი.

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება