ნინო ჩხეიძე: ჩემს ქმარს ახლა ძალიან რთული პერიოდი აქვს

ნინო ჩხეიძე: ჩემს ქმარს ახლა ძალიან რთული პერიოდი აქვს

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირებულ ბიზნესმენთა შემოსავლებმა აშკარად დაიკლო და როგორც ირკვევა, მათ შორის არის ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილიც. ჟურნალ "სარკესთან" ფინანსურ პრობლემებზე ნინო ჩხეიძე საუბრობს. ფრაგმენტი ჟურნალ "სარკეში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან.

სარკე: ცნობილია, რომ თქვენს ქმარს, ბიზნესმენ გიორგი კორახაშვილს, რომლის დამსახურებაც დიდია თქვენს წარმატებაში, ამჟამად მძიმე პერიოდი აქვს. ახლა თქვენი ჯერია დაეხმაროთ, ახერხებთ ამას?

ნინო ჩხეიძე: გიორგი ყოველთვის ჩემ გვერდით დგას, ერთადერთი ადამიანია, რომელსაც რჩევას ვეკითხები. მე რომ დღეს ნინო ჩხეიძე ვარ, მარტო ჩემი დამსახურება არ არის. გიორგი რომ არა, ამ ყველაფერს ვერ გავაკეთებდი.

მას ამჟამად ძალიან რთული პერიოდი აქვს, მის გარშემო არასწორი რაღაცები ხდება... ვცდილობ, გვერდში დავუდგე, ბევრ რამეს საკუთარ თავზე ვიღებ, რომ სიტუაცია შევუმსუბუქო და მას არ ჩამოვეკიდო. მე უფრო გავძლიერდი და მყარი საყრდენი გავხდი გიორგისთვის.

სარკე: ფინანსური მდგომარეობის ცვლილება ოჯახებში ბზარის გაჩენის მიზეზი ხშირად ხდება. თქვენ ეს პრობლემა არ შეგხებიათ?

ნინო ჩხეიძე: არ მესმის ეს საკითხი, როცა აღარ აქვთ ფინანსები, ამის გამო სიყვარული რომ უქრებათ. იმდენად არ მესმის ეს, რომ კომენტარსაც ვერ გავაკეთებ. ისიც არ მესმის, საერთოდ რატომ იქმნება ასეთი ოჯახები. რა შუაშია ფინანსები ოჯახთან და მის სიმყარესთან დაკავშირებით?

ამასთან, ნინო ჩხეიძე ამბობს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მას კონცერტებზე აღარ ეძახიან.

ნინო ჩხეიძე: მთავრობის ცვლილების შემდეგ, 2 წლის განმავლობაში, კონცერტზე არავის დავუძახივარ. ახლა თბილის მერია საახალწლო კონცერტს რომ აწყობს, არც იქ ვარ მიპატიჟებული და ვიცი, რომ არც მიმიწვევენ. ამბობენ, რომ ე.წ. შავი სიებია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება