''ნაციონალური მოძრაობის'' კონცერტებზე ძალით არავის წავუყვანივარ''

''ნაციონალური მოძრაობის'' კონცერტებზე ძალით არავის წავუყვანივარ''

''თბილისობას ხომ დაგვასვენეთ მომღერლები და ახალ წელს დაგასაქმებთო, ასე ვიცოდი და აღმოჩნდა, რომ ახალ წელსაც ვისვენებთ. არ ვიცოდი, ასეთი დაღლილები თუ ვიყავით ყველა! საერთოდ რა ხდება, ვერ გავიგე?! და როდემდე?! ვის ეხება და ვინ გადაწყვიტა ასე? დიდი მადლობა თბილისის მერიას, ან არ ვიცი, ვინც წყვეტს ამ ყველაფერს! პატივისცემით: თამთა ჭელიძე'' - წერს თამთა საკუთარ ''ფეისბუქგვერდზე''. ჩვენ მომღერალთან ინტერვიუს გთავაზობთ.

- თამთა, დიდი ხანია, მედიაში აღარ ჩანხარ, რას საქმიანობ?

- დღეს ერთ-ერთი სილამაზის კომპანიის კადრებში ვმუშაობ. აქტიურობის დიდი სურვილი მაქვს, როგორც წლების წინ ვიყავი, მაგრამ არის პატარ-პატარა პრობლემები, რის გამოც არ ხერხდება. როცა არაფერს ახალს არ აკეთებ, საზოგადოების მხრიდან ინტერესს კარგავ. ამ მხრივ საწუწუნო მართლა არ მაქვს. წლები ისე გადიოდა, არაფერს ვაკეთებდი, თუმცა ჟურნალისტები მაინც მირეკავდნენ და ინტერვიუს მთხოვდნენ. იმის განცდა, რომ არავის ვაინტერესებ, ნამდვილად არ მაქვს. უბრალოდ, ახლა ტელევიზიებში რეიტინგულ ადამიანებს იწვევენ, კარგად მესმის, თუ რეიტინგი არ გაქვს, ვერც პროექტში მოხვდები და არც შოუში მიგიწვევენ.

- მომღერლის რეიტინგს ახალი სიმღერაც განაპირობებს.

- დღეს ახალი სიმღერა ძალიან ცოტა მომღერალს აქვს. მათ მართლა ვაფასებ, რომ ამ პირობებში არ ჩერდებიან, ნამდვილად იმსახურებენ, იყვნენ პროექტებშიც და სატელევიზიო შოუებშიც. დაბოღმილი ნამდვილად არ ვარ. ისე არ გამიგოთ, რომ ვწუწუნებ, რატომ არ ვარ ტელევიზორში და რატომ არის სხვა.

- რას აკეთებდი ამ ხნის განმავლობაში?

- არაფერს. გამოვდიოდი კონცერტებზე ძველი სიმღერებით.

- თამთა, შენს ფეისბუქსტატუსზე მინდა გკითხო...

- გამოვთქვი პროტესტი იმის გამო, რომ არ მიმიწვიეს საახალწლო-გალა კონცერტზე, სადაც ყოველ წელს გამოვდიოდით მე და ჩემი მეგობრები. ეს იმის გამო არ ხდებოდა, რომ ყოველ წელს ახალი სიმღერა მქონდა. არ მინდა, ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ალბათ მქონდა რაღაც დამსახურება, რის გამოც ამ კონცერტებზე მიწვევდნენ. ამაში არ იყო ფინანსური დაინტერესება, განსაკუთრებული ჰონორარი არ ყოფილა, სტანდარტულად გვიხდიდნენ. ახლა ძალიან ბევრი იტყვის, ამას რაღა უნდა, რა დროს სიმღერაა, ქვეყანას ასე უჭირსო... ყველა ქვეყანაში აქცევენ ყურადღებას შოუბიზნესს, ეს სფერო პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია, ბევრგან ამ ბიზნესით მართავენ ქვეყნებს. საქართველოში რატომ ვერ დაინერგა ეს მიდგომა დღემდე, ვერ ვხვდები. რა ქნან იმ ადამიანებმა, ვისაც სიმღერის გარდა არაფერი შეუძლია?

- რატომ გაქვს პრეტენზია საახალწლო კონცერტში მონაწილეობაზე, გაქვს ახალი რეპერტუარი?

- ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მაგარი ახალი სიმღერა მაქვს. თუ საახალწლო კონცერტში მონაწილეობა ახალი სიმღერებით წყდებოდა, რატომ არავინ დაინტერესდა, მქონდა თუ არა რამე ახალი? დაერეკა ვინმეს მომღერლებთან შეკითხვით, გვქონდა თუ არა ახალი სიმღერა. რა ნიშნით შეარჩიეს მომღერლები, არ ვიცი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება