"ყავის ნალექში იყო სისხლი" - მარკუს მეტრველი ამტკიცებს, რომ ჯადოს უკეთებდნენ

"ყავის ნალექში იყო სისხლი" - მარკუს მეტრველი ამტკიცებს, რომ ჯადოს უკეთებდნენ

გია ჯაჯანიძის შოუში "სხვა რაკურსი" ჯადოსა და მკითხაობაზე მსჯელობდნენ. "ტელეიმედის" სტუდიაში მოწვეული სტუმრები: დეკანოზი თეოდორე გიგნაძე, მსახიობები, მომღერლები და ქართული საზოგადოების სხვა ცნობილი სახეები თემასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებდნენ. მომღერალმა მარკუს მეტრეველმა მაყურებელს საკუთარი ისტორიაც უამბო. როგორც მან აღნიშნა, საბერძნეთში ყოფნისას მას ე.წ. ჯადოს უკეთებდნენ. მარკუს მეტრეველს დაეთანხმა სტუდიაში მყოფი ე.წ. ნათელმხილველი ლია ხუციშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ადამიანებზე ზემოქმედების მსგავსი მეთოდები რეალურად არსებობს.

"საბერძნეტში იყო ერთი მკითხავი, რომელიც ყოველთვის მაფრთხილებდა: მარკო, ფრთხილად იყავი. ქალი გიკეთებს ჯადოს. ამას არ ვუჯერებდი, მკითხაობის მიმართ ცრუ რწმენები მქონდა. ის მაფრთხილებდა, არ დალიო მისგან მოდუღებული ყავა. ჩავატარე ექსპერიმენტი: ის მოსული იყო ჩემთან, გავაკეთე ყავა და შეგნებულად არ დავლიე. რამდენიმე დღის შემდეგ დაშრა ეს ყავა. დაილექა დაბლა ნალექი და დარჩა სისხლი, ეს სისხლი იყო ე.წ. მაპატიონ ქალებმა- თვიური",- დასძინა მეტრეველმა.

ნახეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება