2015 წლის ვრცელი პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

2015 წლის ვრცელი პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ყველას აინტერესებს, როგორი იქნება მათთვის 2015 წელი. გთავაზობთ ასტროლოგ დავით ბუტიკაშვილის რჩევებს სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნისთვის. როგორც ამბობენ, ასტროლოგების რჩევის გათვალისწინებას კარგი შედეგი მოაქვს, ამიტომ ჯობს, იცოდეთ, რას გთავაზობთ მომდევნო წელი და წარმატების მისაღწევად ვარსკვლავების კეთილგანწყობაც გამოიყენოთ.

2015 წელი ვერძებისთვის სასიკეთო იქნება სამუშაოსთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. მოსალოდნელია, ვერძებმა ახალი სამსახური დაიწყონ. წლის მეორე ნახევარი რთული იქნება. მათ არ ვურჩევ უცხოეთთან კონტაქტს. უცხოეთში მცხოვრებნი კი ფრთხილად იყვნენ პარტნიორების შერჩევისას. მათ ნურც ერთ საქმეში ნუ ენდობიან.

კუროებისთვის 2015 წელი სასიკეთოა რომანტიკული ურთიერთობების თვალსაზრისით. მათი იმიჯი სამსახურში გამყარდება, ხშირად მოხვდებიან ყურადღების ცენტრში. ძალიან კარგ შედეგებს მიიღებენ. კუროებს საშუალება მიეცემათ, უფრო მეტად დახვეწონ თავიანთი პროფესიული შესაძლებლობები, ან კიდევ უფრო კარგად გამოავლინონ. კუროებისთვის კარგი წელია უცხოეთთან კონტაქტის თვალსაზრისით, შესაძლებელია, ახალი შემოთავაზებები მიიღონ უცხოელი პარტნიორებისგან. უმაღლესში ჩაბარების მსურველ კუროებს, უმეტეს შემთხვევაში, გაუმართლებთ.

ტყუპებისთვის 2015 წლის პირველი ნახევარი ფინანსურად წარმატებული იქნება. სადავო საკითხებს წლის პირველ ნახევარში ადვილად მოაგვარებენ. წლის მეორე ნახევარი სასიკეთო იქნება სახლთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. მოსალოდნელია, ტყუპებს გაუჩნდეთ შესაძლებლობა, მოაგვარონ მანამდე პრობლემად ქცეული საკითხები.

კირჩხიბებისთვის წლის პირველი ნახევარი წარმატებული იქნება. დამატებით ფინანსებსაც მიიღებენ და აგვისტოს შემდეგ, წლის მეორე ნახევარში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება მიეცემათ. 2015 წელი კარგი იქნება კირჩხიბებისთვის პირადი ურთიერთობების სფეროში.

თუ ლომები 2015 წელს ახალი საქმის წამოწყებას აპირებენ, ჯობს, 12 აგ­ვისტომდე დაიწყონ. კოსმოსიდან წამოსული ენერგია დაეხმარებათ ფინანსების მოზიდვაში. შესაძლოა, მიიღონ ისეთი საქმიანი წინადადებები, რომლებიც მათ ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

ქალწულები მომავალ წელს თავიანთ ცხოვრებაში არსებულ ყველაზე რთულ პრობლემებს მოაგვარებენ. ახალი სასიკეთო წამოწყებები წლის მეორე ნახევარში ელოდებათ. ქალწულებს ვურჩევ, თუ რაიმე ახალი საქმის წამოწყება სურთ, 12 აგვისტოს მერე დაიწყონ, ეს ყველაფერი მათი ბედის შემდგომ განვითარებაზე დიდ და სასიკეთო გავლენას მოახდენს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება