"როგორც ბებიაჩემი აღარ დაბრუნდება ვაკის სასაფლაოდან, ისე "ნაციონალები" - სათავეში

"როგორც ბებიაჩემი აღარ დაბრუნდება ვაკის სასაფლაოდან, ისე "ნაციონალები" - სათავეში

ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციის" ეთერში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი ახალი წლის კონცერტზე მათ არმიწვევას აპროტესტებენ.

მოხდა თუ არა პოლიტიკური ნიშნით მომღერლების შერჩევა და ვინ შეატყობინა მომღერლებს მათი კონცერტზე მიწვევა-არ მიწვევის გადაწყვეტილება. ამ თემაზე დავით ოქიტაშვილმა განმარტება გააკეთა.

"ყველამ კარგად იცის, რომ ამ ცხრა წლის განმავლობაში, ამ "შავ სიებს" ადგენდნენ: ირმა ნადირაშვილი, ლელა კილაძე, სოფო აბულაძე. აქედან ერთერთი, სოფო აბულაძე ჩემთან  მუშაობს  კულტურის სამინიტროში. ადამიანი, რომელიც 24 საათი ელოდება, მიშა სააკაშვილი ცხენზე ამხედრებული როგორ შემოვა საქართველოში, - როგორც ახლა ბებიაჩემი აღარ დაბრუნდება ვაკის სასაფლაოდან, ისე "ნაციონალური მოძრაობა" სათავეში. ეს სოფო აბულაძე გირეკავდათ თქვენ. ეს ის სოფო აბულაძეა, რომელიც წავიდა მიშასთან და ნიკა რურუასთან და ტიროდა, წამართვეს ვარსკვლავებიო",- აღნიშნა დათო ოქიტაშვილმა.

ნახეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება