აუტისტი ''ჩემი ცოლის დაქალებიდან'' - ''ნინო კასრაძე ჩემი კერპია...''

აუტისტი ''ჩემი ცოლის დაქალებიდან'' - ''ნინო კასრაძე ჩემი კერპია...''

ფსიქოლოგსა და მსახიობ ზუკა გაბუნიას სახელით თითქმის არავინ მიმართავს, ''გაბუნკას'' ეძახიან. სკოლა ზუგდიდში დაამთავრა, შემდეგ ილიას უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა და იქვე თეატრალურ ცენტრში სამსახიობო ხელოვნებას რეჟისორ ოთარ ეგაძის ხელმძღვანელობით დაეუფლა. 20 წლის იყო, როცა ამერიკელ ეიბიეი თერაპევტებთან და ქართველ სპეციალისტებთან სპეციალური კურსის გავლის შემდეგ, მუშაობა დაიწყო აუტისტ ბავშვებთან. იმავდროულად, ზუკა ილიაუნის თეატრის სპექტაკლებში მონაწილეობს. კამერასთან მუშაობის დიდი გამოცდილება არ აქვს - სერიალ ''ტიფლისში'' ყაჩაღის როლში გადაიღეს, ''ჩემი ცოლის დაქალებში'' კი აუტისტ, ფოტოგრაფიით გატაცებულ ირაკლის როლს განასახიერებს...

- ვერ ვიტყვი, რომ რაიმე კონკრეტულმა შემთხვევამ ან ზეგავლენამ გადამაწყვეტინა პროფესიად ფსიქოლოგიის არჩევა. ჩემს დამრიგებელს ჰქონდა შეხება ფსიქოლოგიასთან, ფილოსოფიასთან და სკოლაში გახსნილ დღის ცენტრში უნარშეზღუდულ ბავშვებთან ურთიერთობდა. სულ ეს იყო, მომწონდა ეს საქმე და ხშირად დავდიოდი მათთან, მაგრამ მაშინ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მომავალში მეც მექნებოდა შეხება რომელიმე ტიპის დარღვევის მქონე პატარებთან. რაც შეეხება მსახიობობას, ეს ყოველთვის მინდოდა და მოგვიანებით ეს სურვილი ავისრულე.

- უწინ იფორმაციის ნაკლებობის გამო, მშობლები ვერ ხვდებოდნენ, რომ ბავშვი აუტისტია, თუ მათმა რიცხვა იმატა?

- აქ ბევრი ფაქტორია. ერთი ის, რომ სტატისტიკურად საქართველოში 88 ბავშვიდან ერთი აუტისტი იბადება. და ეს საკმაოდ მაღალი რიცხვია. მეორე საკითხია ის, რომ ინფორმაცია გავრცელდა ამ თემაზე. უწინ დიაგნოზიც არ არსებობდა. დღეს საქართველოში მხოლოდ ორ ცენტრში სვამენ ამ დიაგნოზს. სხვას არც იურიდიულად აქვს ამის უფლება და არც სპეციალისტები ჰყავთ. ამ მხრივ შეიცვალა ცხოვრების წესი და შეხედულებები. თუ ასეთ ბავშვებს ადრე მალავდნენ, ხშირ შემთხვევაში დღეს ასე აღარ ხდება. კი, ბევრს ცენტრში ბავშვი ანონიმურად დაჰყავს და ითხოვენ, ვინაობა არ გამჟღავნდეს, მაგრამ მთავარია, აუტისტ ბავშვებს ყურადღებას აქცევენ. ერთი მეზობელი მყავდა, ულამაზესი გოგონა იყო, ბავშვს ყველა გიჟს ეძახდა და ახლა რომ მახსენდება, ზუსტად ვხვდები, რომ აუტისტი იყო. თუმცა, მაშინ ამას ვერავინ ხვდებოდა და არც იცოდნენ რეალური დიაგნოზი.

- რა ასაკიდან შეიძლება მშობელმა შეამჩნიოს, რომ ბავშვი აუტისტია?

- დაახლოებით ორი წლიდან. მშობლები უმეტესად მეტყველების პრობლემას ამჩნევენ ბავშვს და ამის გამო უჩნდებათ ეჭვი, თუმცა, მანამდე ბავშვს ქცევის დარღვევაც შეიძლება ჰქონდეს და ეს საყურადღებოა. აუტიზმი, უხეშად რომ განვმარტოთ, არის ტვინის ნეიროგანვითარების დარღვევა, რომელიც ყველაზე მეტად სამ რამეში ვლინდება: მეტყველების პრობლემა, სოციალური ინტეგრაციისა და ქცევების დარღვევა. თავისთავად ეს სამი ნიშანი კიდევ ''იშლება'' დეტალებად: თვალის კონტაქტის პრობლემა, ბავშვი არ შედის დიალოგში, ჩაკეტილია, ვერ ცნობს ემოციებს და ა.შ. როგორც ჩვენ ყველა განვსხვავდებით ერთმანეთისგან, ისე განსხვავდებიან ეს ბავშვებიც თავიანთი თვისებებითა და პრობლემებით.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება