მარიტა ჯანაშიას შეყვარებული მის ეგოიზმს ებრძვის: "შენ რატომ არავის არაფერს ჩუქნიო"

მარიტა ჯანაშიას შეყვარებული მის ეგოიზმს ებრძვის: "შენ რატომ არავის არაფერს ჩუქნიო"

ახალ წლამდე 10 დღე დარჩა და უფრო და უფრო მძაფრდება მოლოდინი. უკვე ჰაერშიც ახალი წლის სუნი ტრიალებს, აფუსფუსდა ხალხიც... ჩვენ ცნობილ გოგონებს ამ დღესასწუალის შესახებ ვესუაბრეთ. მიუხედავად იმისა, რომ სამივე ზრდასრულ ასაკშია, ერთხმად აცხადებენ, რომ უნდათ, თოვლის ბაბუის არსებობის სჯეროდეთ და საკუთარ თავს გარკვეულწილად ამას აჯერებენ კიდეც.

მარიტა ჯანაშია:

- ძალიან მიყვარს ახალი წელი იმიტომ, რომ ყველა ერთად იზიარებს სიხარულს, ერთად აღნიშნავს. გარდა ამისა, პირველ იანვარს ჩემი დაბადების დღეა, ჩემი მშობლებისთვის ორმაგი დღესასწაულია. ჩემი მეგობრები იკრიბებიან ხოლმე ჩემთან და ორივე დღესასწაულს, დაბაბდების დღეს და ახალ წელს ერთად აღვნიშნავთ.

- ტრადიციულად სად ხვდები ახალ წელს?

- სახლში ვხვდები ხოლმე დედაჩემთან ერთად და მერე ვიძინებ. კლუბების მოყვარული არ ვარ, რამდენჯერმე კი გავედი გარეთ, მაგრამ დიდად ვერ მოვიხიბლე. წელს კი მე და ჯეჯი საფრანგეთში მივდივართ მამაჩემთან და იქ შევხვდებით ახალ წელს და დაბადების დღესაც.

- მარიტა, თოვლის ბაბუის რა ასაკამდე გჯეროდა?

- მე დღემდე მჯერა (იცინის). ჯეჯის ვუთხარი, რომ დღემდე მჯერა, თოვლის ბაბუა არსებობს და არ მინდა იმის გაგონება, რომ ასე არ არის. მგონია, რომ აბსტრაქტულად სადღაც ირმებთან ერთად დაფრინავს. მისი მოტანილი საჩუქრები ბავშვობაში ბალიშის ქვეშ მხვდებოდა, ვგიჟდებოდი "ბარბებზე" და მოჰქონდა ხოლმე. ერთ წელს, წინასაახალწლო პერიოდში სახლში მისულს კართან ჩანთა დამხვდა, ჩავიხედე და დავინახე, რომ "ბარბი" იდო. მამას ვკითხე, ეს თოვლის ბაბუმ გამოგატანათ-მეთქი? კაი ახლა, მიხვდი ხომ ყველაფერს?! ამაღამ ვერაფერს ვეღარ გაჩუქებთო. ამის შემდეგ ბალიშის ქვეშ აღარ დამხვედრია საჩუქარი, წინასწარ მაძლევდნენ ხოლმე.

- დღესდღეობით, საახალწლო საჩუქრების ტრადიცია თუ გაქვს?

- ჩემი შეყვარებული ჯეჯი მეკითხებოდა, საახალწლო საჩუქრებს შენ რატომ არ უკეთებ სხვებს, თავად ხომ იღებო. მე დაბადების დღე მაქვს და იმიტომ მჩუქნიან-მეთქი, ვეუბნები. თუმცა, წელს ჯეჯი ებრძვის ჩემს ეგოიზმს და ალბათ მეც გავუკეთებ სხვებს საჩუქრებს.

- მარიტა, ბედობისა და მეკვლეობის თუ გჯერა?

- დაბედების, მეკვლის ფეხის და მსგავსი რაღაცების არ მინდა დავიჯერო, ამ ლოგიკას რომ მიჰყვე, შეიძლება, გარეკო.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება