"ეკლესიისა და "პლეიბოის" ერთად ხსენება მარაზმია" - როგორ აფასებს სკანდალურ სექსსიმბოლოს მისი დამქირავებელი სააგენტოს ხელმძღვანელი

"ეკლესიისა და "პლეიბოის" ერთად ხსენება მარაზმია" - როგორ აფასებს სკანდალურ სექსსიმბოლოს მისი დამქირავებელი სააგენტოს ხელმძღვანელი

სააგენტო IRAKLEON-ი 2014 წლის ზაფხულიდან არსებობს, მისი ხელმძღვანელი ამერიკიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული ირაკლი კახნიაშვილია, რომელმაც სამოდელო სააგენტოს სახელწოდება თავისი სახელიდან გამომდინარე შეურჩია. მას, როგორც ამბობს, აქვს არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლიცენზია, მათ შორის "მის ბიკინის", რომელშიც უკვე სკანდალური სახელის მქონე მოდელი, ყოფილი მედავითნე - თამუნა ვაშალომიძეც მონაწილეობდა. 6 თვე საკმაოდ ცოტაა იმისთვის, რომ ამა თუ იმ კომპანიამ სახელი გაითქვას და მისი რომელიმე მოდელი საქვეყნოდ პოპულარული გახდეს, თუმცა ამ შემთხვევაში ეს მოხდა.

ჩვენ დავუკავშირდით ირაკლი კახნიაშვილს და რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- თქვენი სააგენტოდან სკანდალურად გაიცნეს მოდელი - თამუნა ვაშალომიძე. ელოდით ამას?

- თამუნა ვაშალომიძის აბობოქრება მის წარმატებულ სამოდელო სვლების აღმავლობას მოჰყვა, მაგრამ ასეთ სკანდალურს არ ველოდი.

- მოდელი სკანდალურობა იმან გაამძაფრა, როცა მისი წარსულიდან ცნობილი გახდა ის ეპიზოდი, რომ მედავითნე ყოფილა და ეკლესიაში უმსახურია. ასე რომ არ ყოფილიყო, მის მიმართ ინტერესი გაჩნდებოდა?

- ხალხი ძირითადად მომართულია იმაზე, თუ როგორ გააკრიტიკონ ადამიანი. ყველაფერი კი იმის გამო მოხდა, რომ თამოს წარსულში ეკლესიური ცხოვრება ჰქონდა. თუმცა ამასობაში მისმა სამოდელო კარიერამ წინსვლა განიცადა - "პლეიბოის" მოდელი გახდა. ეს ყველაფერი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოხდა, უბრალოდ ერთმანეთს დაემთხვა.

- როდესაც სააგენტოში მოვიდა, თუ გითხრათ იმის შესახებ, რომ სასულიერ სემინარიაში სწავლობდა? და წარსულში მედავითნე იყო?

- თამუნასთვის შეკითხვა იმის შესახებ, - წარსულში რა ცხოვრრებით ცხოვრობდი-მეთქი, - არ დამისვამს და შესაბამისად, არც ერთი ჩემი მოდელის პირად ცხოვრებაში არ ვერევი და მით უმეტეს, წარსულში. მოკლედ, არ ვუწყობ გამოკითხვებს, მით უმეტეს, როდესაც ადამიანი ამას თვითონ არ ამჟღავნებს. მერე გავიგე, რომ კითხულობდა ნუსხურს და იყო ეკლესიური...

- თქვენ როგორც მისი სააგენტოს ხელმძღანელი, რას გრძნობდით, როდესაც ამ გოგს გარშემო დიდი ამბები ატყდა?

- ყველა მოდელში მათ წარმატებას ვხედავ და მივუყვები მათ მენეჯმენტს. მოდელების წარსულით დაინტერესება პრესისა და ტელევიზიის საქმეა, რაც ბუნებრივია. პოპულარული ადამიანების წარსულში ქექვა ყველა წარმატებული ადამიანის ხვედრია და ეს არც თამუნას ასცდა. მივესალმები იმას, რომ ძლიერი პიროვნებაა და მიზანდასახული. მე მას მხარს ვუჭერ.

- გავიგეთ, რომ რუსული "პლეიბოისთვის" გაიხდის. მერე რა? კიდევ რა პერსპექტივა აქვს?

- ნუ ვამახვილებთ ყურადღებას მხოლოდ "პლეიბოიზე". თამუნა წარმატებულია თავის კარიერაში. მონაწილეობს პროექტში - "ქალთა სახეები," ასევე "სიცილის ზონაში," აქვს მრავალი სარეკლამო შემოთავაზება და არის ტიტულოვანი მოდელი, რაც მის წარმატებულობაზე მეტყველებს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, იმას, რომ "პლეიბოისთვის" გადაიღებენ და კიდევ სხვა ფილმებში მიიღებს მონაწილეობას, ასევე სატეევიზიო პროექტებში, ეს უკვე 2015 წელს გამოჩნდება. მინდა, აღვნიშნო ისიც, რომ MUSIC BOX-მა ის ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარა...

- აქვე დაგვიხასიათეთ, როგორია ურთიერთობაში, რადგანაც ისიც შევიტყვეთ, რომ მას ოჯახურად არც ისე დალაგებული სიტუაცია ჰქონია...

- პირადი ცხოვრება მის კარიერას ხელს არ უშლის. თამუნა არის თამუნა და სხვანაირად ვერც იქნებოდა პერსონა, თუ მასში ეს კოდირებული არ იქნებოდა. ეს გოგო დღესდღეობით სექსიმბოლოა და ასე დავახასიათებდი - მიზანდასახული, შრომისმოყვარე და ამასთან, წარმატებული.

- მის მეტამორფოზაზე რას იტყვით - მედავითნეობიდან ასეთ თამამ მოდელად რომ გარდაიქმნა?

- კიდევ ერთხელ მინდა, გავამახვილო ყურადღება, რომ ეკლესია ასე ხელწამოსაკრავი რამ არ არის და მით უმეტეს, "პლეიბოისა" და ეკლესიის ერთად ხსენება მიმაჩნია, რომ მარაზმია... უბრალოდ, ამ ადამიანის ცხოვრებაში იყო მორწმუნეობა და ამჯერად მას შოობუბიზნესში აქვს წარმატება. ეს არის და ეს...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება