ჭოლას სარეჟისორო შემოქმედების პრემიერა და წარმატება საბერძნეთში

ჭოლას სარეჟისორო შემოქმედების პრემიერა და წარმატება საბერძნეთში

სულ ახლახან საბერძნეთში, ქალაქ ათენში ცნობილი ქართველი რეჟისორის, ლევან წულაძის მიერ ტენეს უილიამსის ლეგენდარული დრამა "ტრამვაი სახელად "სურვილი" დაიდგა.

სპექტაკლი ორ მოქმედებად იყოფა და მასში 7 მსახიობი მონაწილეობს, მათ შორის ბერძნული თეატრის ვარსკვლავი კატერინა ლეხუ და ბერძნულ თეატრალურ საზოგადოებაში ცნობილი ტასოს იორდანიდისი, რომლებიც წარმოდგენის მთავარი გმირების,  ბლანშ დიუბუასა და სტენლი კოვალსკის როლებს ასრულებენ. შესანიშნავ შვიდეულში ბერძნულმა საზოგადოებამ ქართველი რეჟისორის გადაწყვეტილებით ჯორჯინა პალეოფოდორუ, დიმიტრის კაპეტანაკოსი, დიმიტრის დიაკოსავასი და მარიანფი ფოტაკიც იხილა და შედეგმაც არ დააყოვნა - სპექტაკლს ბერძნულ პრესაში უკვე დიდი გამოხმაურება მოყვა, რასაც ყოველი სპექტაკლის დასრულების შემდგომ აღფრთოვანებული მაყურებლის გაუჩერებელი აპლოდისმენტებიც ცხადყოფს.

სპექტაკლში გადმოცემულია საზოგადოებისა და თავისუფლების მოყვარე, ლაღ ცხოვრებაზე მეოცნებე ქალის ზოგადადამიანური ტრაგედია, ხშირად მისი რეალობასთან შეუსაბამო სიამაყე და ოცნებასთან წილნაყარი მოლოდინები, მის

იგრვლივ გამეფებული სიყვარულისა და სიძულვილის ჭიდილი და ოჯახური ინტრიგები, რომელიც მას პიროვნული გაორებისკენ უბიძგებს. ქართველი რეჟისორის ოსტატობით დადგმული სცენები მთავარი გმირის, ბლანშ დიუბუას ბედს კიდევ უფრო სენსიტიურს ხდის და სპექტაკლის ბოლოს თანაგძნობით აღვსილი მაყურებელის თვალზე ცრემლს იწვევს აღტაცებულ ტაშთან ერთად.

"Λεωφορείο ο πόθος" როგორც მას ბერძნულად ეწოდება,  კვირაში 3-ჯერ გადის თეატრ "ანესის" სცენაზე.

წარმოდგენისას მაყურებელი ხშირად შენიშნავს ასევე ბერძნული სცენისთვის ცოტა უცხო ქართულ ელემენტებსაც - კონფლიქტის და შერიგების, ტკივილის და სიხარულის, მოფერების და მაღალ დონეზე დადგმული ეროტიული ცნების დროსაც.

ყველაფერი კი ქალაქ ათენის თეატრ "ანესისის" მმართველის, თეატრალურ სფეროში გამოცდილი მანოლის ფრაგაკისის რეჟისორ ლევან წულაძით დაინტერესებით დაიწყო, რომელიც ათენში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის, მაიკო სამადაშვილის დახმარებით ასეთი წარმატებული თანამშრომლობით დაგვირგვინდა.

მარია ბენდელიანი

ავთანდილ გიუნელი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება