როგორ დაიკლო ნოე სულაბერიძემ წონაში 20 კილო

როგორ დაიკლო ნოე სულაბერიძემ წონაში 20 კილო

პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე საკუთარი ფოტოები ატვირთა, რომელსაც მიაწერა: "მგონია, რომ მარცხნივ მე არ ვყოფილვარ". მოკლედ, სურათებზე ნათლად ჩანს, რომ მას წონაში სერიოზულად აქვს დაკლებული.

"ამბები.გე" პროდიუსერს დაუკავშირდა.

- ეს ორი წლის წინანდელი და ახლანდელი ჩემი ფოტოებია.

- განსხვავება მართლაც დიდია, ძველ ფოტოზე შეფუმფულებული, პუტკუნა ხარ. ახალზე კი დასუსტებული, სექსუალური მამაკაცი. როგორ დაიკელი წონაში?

- სტანდარტული პასუხი მაქვს, - მიზნად დავისახე, გავმხდარიყავი და მივაღწიე.

- ამისთვის მხოლოდ მიზანია საკმარისი?

- გააჩნია მიზნის ხარისხს და კიდევ იმას, როგორ მოქმედებ მის მისაღწევად. მიზანი გქონდეს და არაფერი აკეთო ამისთვის, მაშინ ამ ყველაფერს რა აზრი აქვს? 

- დიეტას იცავდი, თუ ვარჯიშობდი?

- არასდროს დავმჯდარვარ ისეთ დიეტაზე, რომელიც რაღაც გრაფიკში მომაქცევდა, - დღის განმავლობაში ამდენი უნდა ვჭამო, ამდენი გრამი, ამდენი კალორია. ეს ჩემი საქმე არ არის.

- ე.ი. კალორიები არ დაგითვლია.

- არა, უბრალოდ, რაოდენობრივად იმდენს აღარ ვჭამ, თორემ ხანდახან დალევაც მიწევს და ცომის მიღებაც. ბევრს ვვარჯიშობ. ისე, მანამდეც ვვარჯიშობდი, უბრალოდ, ინტენსივობა გავზარდე.

- დილას ვარჯიშობ?

- იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი გრაფიკი ცვალებადია, ვერ გაიგებ, როდის ვვარჯიშობ. მიწევს მაშინ, როცა მცალია, სამაგიეროდ, ამას ყოველდღიური ხასიათი აქვს.

- საათზე მეტს უთმობ სპორტს?

- ორი საათის განმავლობაში დავრბივარ, ტრენაჟორებზეც მივმართავ და ცალკე, კრივზეც დავდივარ.

- წარსულში მოკრივე ხომ არ იყავი?

- არა, კალათბურთზე დავდიოდი... ახლა ერთი დღეც რომ ჩავაგდო სპორტში, მაშინვე ფსიქოლოგიურად ამესახება, ანუ ენერგიის ამ მიმართულებით დახარჯვა დადებითად მოქმედებს ჩემს დანარჩენ საათებზე. კიდევ ერთი რამ მახასიათებს, - ვარჯიშის დროს ბევრს ვფიქრობ: თემებზე, საქმეზე, იდეებზე...

- ბოლო-ბოლო რამდენი კილო დაიკელი?

- 20 კილო. 96 ვიყავი და 76 კილო ვარ. მოკლედ ეს ორი წლის შედეგია.

- კიდევ აპირებ წონის კორექციას?

- ვარჯიშს რეგულარულ რეჟიმში ვაგრძელებ და ვაპირებ, რომ არ გავჩერდე.

- რას ურჩევ სხვებს, ვისაც წონის პრობლემა აწუხებს?

- იმედი არასდროს დაკარგონ. მგონია, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი ერთ-ერთი ხელის შემწყობი რამ არის წონის დასარეგულირებლად და ფორმაში ჩასადგომად.

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება