ახალგაზრდა ქართველი მომღერალი ნიკა ნიკვაშვილი ახალი წლის წინ რუსეთში იმყოფებოდა. ის ერთ-ერთია იმ მუსიკოსებს შორის, რომლებიც კარიერის გამო პერიოდულად სტუმრობს მოსკოვს. როგორც თავად ამბობს, ერთ-ერთ კონცერტში მასთან ერთად სოსო პავლიაშვილი მონაწილეობდა, რა დროსაც მომღერალმა მას გულისტიკივილი გაუზიარა.
"სწორედ იმ საღამოზე მომიწია გამოსვლა, სადაც სოსოც მონაწილეობდა და სწორედ იმ რუსეთში, რომელიც ჩვენი მტერია, მაგრამ სწორედ აქ გამომუშავებული სახსრებით ვცდილობთ ჩვენი ახლობლების გადარჩენასა და დახმარებას იმ განადგურებულ და "პატრიოტებით" სავსე საქართველოში, რომელიც მრავალი წელია სამწუხაროდ, მხოლოდ დეგრადაციის გზას ადგას... დღეს ძალიან გულნატკენი მომეჩვენა სოსო და საუბრის დროს მითხრა, 10 წლის წინ სიმღერა რუსეთზე დავწერე და ახლა რატომ გახადეს ასე აქტუალური, ვერაფრით ვხვდებიო...
წლებია ცხოვრობს რუსეთში და დაწერა სიმღერა რუსეთზე. თუ გადაავლებთ თვალს ისტორიას, მრავალი ემიგრანტი ხელოვანის შემოქმედებაში აღმოაჩენთ მსგავს შემთხვევას, რომლებიც მადლიერების ნიშნად ხშირად უძღვნიდნენ იმ ქვეყანას ლექსსა თუ სიმღერას, სადაც ისინი ცხოვრობდნენ...არაფერი ჭირს მას ჩემი დასაცავი, მაგრამ ვისურვებდი, რომ ბევრი იყოს მისნაირი ქართველი, რომელიც თავისი ცხოვრების წესით აკეთებს ქართულ საქმეს, განსხვავებით იმ "პატრიოტი" ქართველებისა, რომლებიც უკვე ერთმანეთის ლანძღვის მეტს აღარაფერს აკეთებენ და მგონი უნდა მივხვდეთ, რომ სამწუხაროდ, ერი არის დაავადებული, შეპყრობილი ბოროტებით, შურითა და ბოღმით, ხოლო სიძულვილი ქვეყანას ნამდვილად ვერ ააშენებს! წლებია ყოველდღე ათასობით თქვენი მტერი ქართულად "სამშობლოს" მღერის! სოსო ყველა დროში იყო და არის ქართველი, ის ყველაზე უფრო მეტად უსვამს ხაზს თავის ქართველობას, ყველა სიტყვასა თუ მოქმედებაში. გამოდის საქართველოს სახელით და არაერთხელ ასახელა თავისი ქვეყანა!!! და ვიდრე სხვებს ბრალდებებს წავუყენებთ, მოდით ყველამ საკუთარ თავში ჩავიხედოთ და დავფიქრდეთ, ვის რა გვაქვს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გაკეთებული!!!!!!!!!!!!
სოსო პავლიაშვილი სიყვარულის მატარებელი კაცია და სწორედ ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ქართველობა!!!", - წერს ნიკა ნიკვაშვილი "ფეისბუქზე".
შეგახსენებთ, რომ სკანდალი მოჰყვა სოსო პავლიაშვილისა და თამარ გვერდწითელის სიმღერას რუსეთზე. ქართველების პროტესტი სიმღერის რუსული პატრიოტიზმით გაჯერებულმა ტექსტმა გამოიწვია. [იხილეთ სიმღერის ტექსტი].