ანიტა რაჭველიშვილისა და ნიკოლოზ რაჭველის საახალწლო საჩუქარი!

ანიტა რაჭველიშვილისა და ნიკოლოზ რაჭველის საახალწლო საჩუქარი!

14 იანვარს, ნიუ-იორკის წარმატებული პრემიერის შემდეგ, ანიტა რაჭველიშვილი, ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მაყურებელს თბილისის საკონცერტო დარბაზში ეპატიჟებიან. საახალწლო გალა-კონცერტი და სუხიშვილების დაუვიწყარი ტანგო ანიტასთან ერთად...

ილიკო სუხიშვილი სპეციალურად ამ საღამოსთვის ანიტა რაჭველიშვილის მიერ შესრულებულ რამდენიმე კომპოზიციაზე ცეკვას დადგამს.

2015 წელს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს 90 წელი უსრულდება.

ბილეთების ფასი: 20, 30, 40, 50, 60, 70 ლარი, ბილეთების შესაძენათ ეწვიეთ ვებ. გვერდს www.biletebi.ge

ანიტა რაჭველიშვილი: "ბედნიერი ვარ, რომ 2015 წელს საქართველოში შევხვდი და ძველით ახალი წლის საღამოს გავატარებ ჩემს საყვარელ ქართველ მაყურებელთან, ნიკასთან და ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. საერთოდ, ბოლო რამდენიმე წელია მე და ნიკა ერთობლივი კონცერტით ვხსნით ხოლმე ყოველ ახალ წელს და შემდეგ მთელი წლის განმავლობაში შემოქმედებითი სიახლეებით სავსე ცხოვრება გამოგვდის. 15იანვარს უკვე მილანში მივემგზავრები, სადაც დიდხანს მომიწევს ყოფნა, რადგან "ლა სკალას" საპრემიერო სპექტაკლში "აიდა" ამნერისის პარტიას ვმღერი. დიდი სურვილი მქონდა, რომ პირველი დიდი კონცერტი საქართველოში გამემართა და ჩვენი ხალხისთვის ახალი წელი მიმელოცა.

ეს პროგრამა გასულ წელს ნიუ-იორკში წარმოვადგინეთ და ძალიან მოეწონა იქაურ მაყურებელს. აქვე მინდა ყველას დავასწრო და 90 წლის იუბილე მივულოცო მართლაც მსოფლიო დონის საქართვლოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს".

პროქეტის მხარდამჭერი: თბილისის მერია, ქალაქის საკრებულო, კომპანია მაგთი, რუსთავი 2, პირველი არხი,

რადიო ფორტუნა, 118 08, "მედია პალიტრა" და "აუთდორ.გე".

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება