ვინ გაიმარჯვა 2015 წლის ”ოქროს გლობუსზე”

ვინ გაიმარჯვა 2015 წლის ”ოქროს გლობუსზე”

რამდენიმე საათის წინ ბევერლი ჰილსში დასრულდა 72-ე ”ოქროს გლობუსის” დაჯილდოება. ”ოსკარების რეპეტიციამ”, როგორც უწოდებენ ხოლმე ბულვარულ პრესაში ამ ცერემონიას, გამარჯვებულები გამოავლინა.

საუკეთესო დრამატული ფილმის კატეგორიაში ლაურეატი გახდა რიჩარდ ლინკლეიტერის ფილმი ”ყრმობა”, აგრეთვე რეჟისორმა საუკეთესო რეჟისურისთვის აიღო ჯილდო. საუკეთესო ფილმი კომედიურ ან მიუზიკლის ჟანრში გახდა ალეხანდრო გონსალეს ინარიტუს Birdman, საუკეთესო მსახიობ მამაკაცად დრამატულ როლში ედი რედმეინი დასახელდა, რომელიც სტივენ ჰოკინგის როლს ასრულებს ფილმში ”ყველაფრის თეორია”. საუკეთესო ქალი მსახიობი დრამატულ ფილმში გახდა ჯულიანა მური ფილმისთვის ”ისევ ელისი”. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის წარდგენილი ქართული ”მანდარინები” ჯილდოს გარეშე დარჩა, ამ კატეგორიაში გამარჯვებული გახდა რუსული ”ლევიათანი”. იხილეთ გამარჯვებულების სრული სია:

საუკეთესო დრამატული ფილმი: ”ყრმობა”

საუკეთესო მიუზიკლი ან კომედია: ”სასტუმრო ბუდაპეშტი”

საუკეთესო რეჟისორი: რიჩარდ ლინკლეიტერი

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი დრამატულ როლში: ედი რედმეინი

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი კომედიურ როლში: მაიკლ კიტონი

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ როლში: ჯულიანა მური

საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიურ როლში: ემი ადამსი

საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი: ჯეი ქეი სიმონსი

საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი: პატრისია არკეტი

საუკეთესო ანიმაცია: "როგორ მოვარჯულოთ დრაკონი 2"

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი: ”ლევიათანი”

საუკეთესო სცენარი: Birdman

საუკეთესო მუსიკა: ”ყველაფრის თეორია”

საუკეთესო სიმღერა: Glory ფილმიდან ”სელმა”

საუკეთესო დრამატული სერიალი: "სასიყვარულო კავშირი”

საუკეთესო კომედიური სერიალი: ”ტრანსფერენთი”

საუკეთესო მსახიობი კაცი დრამატულ სერიალში: კევინ სპეისი - ”ბანქოს სახლი”

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატული როლისთვის: რუთ უილსონი ”სასიყვარულო კავშირი”

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი კომედიურ სერიალში: ჯეფრი ტემბორი - ”ტრანსფერენთი”

საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში: ჯინა როდრიგეზი ”ქალწული ჯეინი”

საუკეთესო მინი სერიალი: ”ფარგო”

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მინი სერიალში: ბილი ბობ ტრონტონი ”ფარგო”

საუკეთესო მსახიობი ქალი მინი სერიალში: მეგი ჯილენჰოლი ”ღირსეული ქალი”

საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი კაცი მინი სერიალში: მეთ ბომერი ”ნორმალური გული”

საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი მინი სერიალში: ჯოან ფროგატი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება