პირველი ნომინაცია 27 წლის შემდეგ და საპატიო ადგილი საუკეთესო ხუთეულში - ქართული წარმატება "ოქროს გლობუსზე"

პირველი ნომინაცია 27 წლის შემდეგ და საპატიო ადგილი საუკეთესო ხუთეულში - ქართული წარმატება  "ოქროს გლობუსზე"

დღეს, 12 იანვარს ბევერლი ჰილზში "ოქროს გლობუსის" რიგით 72-ე ცერემონია გაიმართა. გარდა იმისა, რომ მეგავარსკვლავების თავშეყრის ადგილი, საინტერესო შოუ და გამარჯვებულების გამოვლენის მოლოდინი იზიდავდა მაყურებელს, ქართული საზოგადოებისთვის ცალკე ინტერესის საგანს წარმოადგენდა წლევანდელი დაჯილდოება. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში პირველად მას შემდეგ, რაც 1984 წელს ამავე კატეგორიაში თენგიზ აბულაძის "მონანიება" იყო წარდგენილი, "გლობუსზე" ქართული ფილმი მოხვდა ნომინანტთა შორის.

ზაზა ურუშაძის "მანდარინები" მართალია ესტონეთის სახელით იყო წარდგენილი, რადგან ფილმის აღმასრულებელი პროდუსერები ესტონური კინოკომპანიის მესვეურები გახლდნენ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ქართული ფილმი ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კინოდაჯილდოებაზე მოხვდა. ჩვენდა სამწუხაროდ ჯილდო რუსულ ფილმს, ანდრეი ზვიაგინცევის "ლევიათანს" გადაეცა, მაგრამ როგორც თავად რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ აღნიშნა, "ჩვენ უკვე გამარჯვებული ვართ - მსოფლიოს წლის საუკეთესო ხუთეულში ვართ, ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა და დიდი პატივია ჩემთვის". თუმცა წინ "ოსკარია", რომლის ნომინანტებიც 15 იანვარს გამოცხადდება და იქ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში მოსახვედრად ორი ქართული ფილმი "მანდარინები" და გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული" იბრძოლებს. იმედია, რომელიმე მათგანი საბოლოო ხუთეულში მოხვდება და თუ გაგვიმართლა, ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიას საქართველოში ჩამოიტანს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება