გია როინიშვილის პირველი კომენტარი თუმანიშვილის თეატრიდან გამოგდების შემდეგ - "სამართლიანობა აღდგა, დოლიძემ კი ღირსება დაიბრუნა..."

გია როინიშვილის პირველი კომენტარი თუმანიშვილის თეატრიდან გამოგდების შემდეგ - "სამართლიანობა აღდგა, დოლიძემ კი ღირსება დაიბრუნა..."

"ჩემი 30 წლიანი მუშაობა თუმანიშვილის თეატრში დასრულდა... დღეს შემატყობინეს, რომ სამხატვრო ხელმძღვანელმა (ქეთი დოლიძემ) ჩემთან ხელშეკრულება არ გააგრძელა იმ მიზეზით, რომ ორი წელი სპექტაკლი არ მითამაშია, ოღონდ თვითონ ამომიღო ყველა მოქმედი სპექტაკლიდან, რა უფლებით? - დღესაც არ ვიცი. როგორც ვატყობ, თუმანიშვილის თეატრში სამართლიანობა აღდგა, დოლიძემ კი ღირსება დაიბრუნა...

p.s. to be continued”, - ეს სტატუსი თუმანიშვილის უკვე ყოფილმა მსახიობმა გია როინიშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ გია როინიშვილი თუმანიშვილის თეატრის მოქმედ მსახიობად რჩებოდა იმ პერიოდშიც, როდესაც საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო "ნაციონალური მოძრაობიდან". მსახიობი მის გათავისუფლებას სწორედ პოლიტიკურ მოტივებს მიაწერს.

რამდენიმე წუთში Ambebi.ge ქეთი დოლიძის კომენტარს შემოგთავაზებთ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება