''მიშა ''ხალასტოი'' ბიჭი იყო და განათხოვარი, შვილიანი ქალი მოვყავარ ცოლად...''

''მიშა ''ხალასტოი'' ბიჭი იყო და განათხოვარი, შვილიანი ქალი მოვყავარ ცოლად...''

სოფო ბედია საქორწილო სამზადისშია ჩართული, თვის ბოლოს მიშა მესხზე ოფიციალურად იქორწინებს. ეს იქნება ტრადიციული ქორწილი ჯვრისწერით, ხელისმოწერითა და ყველა ადათის დაცვით.

''ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო ქორწილი იქნება, ბევრი თვალსაჩინო სტუმარი გვეყოლება, რომ არაფერი ვთქვა ჩემს კოლეგებზე. ალბათ, შოუ-ქორწილი იქნება'', - აღნიშნა სოფომ, რომელსაც ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ.

- ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი და პატივს ვცემ ქართულ ტრადიციებს, თუმცა არის რაღაცები, რაც არ მომწონს. სუფრის ტრადიცია მომწონს, მაგრამ გადაჭარბებული არაფერი ვარგა. თამადის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, თავისი სიტყვაკაზმულობით უნდა წაიყვანოს სუფრა, მაგრამ ზოგიერთი თამადა სუფრის წევრებს ერთმანეთთან საუბრის საშუალებას არ აძლევს და იმაზეა ორიენტირებული, რომ განსხვავებული სასმისებით შესვას დიდი რაოდენობით სასმელი.

- სოფო, ოჯახის შექმნის ტრადიციასა და გერლფრენდ-ბოიფრენდის ინსტიტუტზე მაინტერესებს შენი აზრი..

- სასურველია, ადამიანმა ერთხელ შექმნილი ოჯახი ბოლომდე შეინარჩუნოს, მაგრამ ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება. არ მინდა, ჩემს წარსულ პირად ცხოვრებას შევეხო, იმიტომ, რომ ძალიან მალე, იანვრის ბოლოს მექნება ტრადიციული ქორწილი, ყველა წესის დაცვით, ჯვრისწერით, ხელისმოწერით. ოჯახს ვქმნი იმ აზრით, რომ მთელი ცხოვრება უნდა გავატარო ამ ადამიანთან და ბოლომდე ბედნიერი ვიყო. ალბათ, ყველა ასეა, თუმცა ხანდახან საპირისპიროდაც ხდება.

ჩვენს რეალობაში ქალი გაძლიერდა, მატრიარქატია, ეს კი იმის მიზეზი ხდება, რომ კაცი თავის ფუნქციას კარგავს, რაც დიდი პრობლემაა. ეს მე არ მეხება, რადგან ძლიერი მამაკაცი მყავს გვერდით და ცხოვრებაში პირველად ვგრძნობ თავს სუსტ არსებად. რაც შეეხება, გერლფრენდ-ბოიფრენდობას, მომწონს, იმიტომ, რომ ბევრი ოჯახი ინგრევა ქალიშვილობის ინსტიტუტიდან გამომდინარე. ერთად ცხოვრების შემდეგ ერთმანეთს ვერ უგებენ, ბოლოს კი დაშორებამდე მიდიან. ამიტომ მე არ ვეწინააღმდეგები ქორწინებამდე თანაცხოვრებას, თუმცა, როდესაც პირველად ვქმნიდი ოჯახს, ეს ჩემთვის მიუღებელი იყო. მე კი არ მაქვს პრობლემა ამ ინსტუტიტუტთან მიმართებით, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოში ეს ყოველთვის პრობლემური საკითხი და განხილვის საგანი იქნება. ჩემი აზრით, თანაცხოვრება არაა პრობლემა, თუ ის ქორწინებით დასრულდება.

- ქალიშვილობის ინსტიტუტის აქტუალურობასა და მის დადებით და უარყოფით მხარეებზე მინდა გკითხო...

- ვერ ვიტყვი, რომ მოვითხოვ, ქალი გათხოვებისას მაინცდამაინც ქალიშვილი იყოს, თუმცა თუ ასე იქნება, მივესალმები. ჩემს შემთხვევაში, როცა მეორედ ვთხოვდები, ეს თემა ყველანაირ მნიშვნელობას კარგავს, ჩვენ შორის მთავარია სიყვარული და შინაგანი სისუფთავე. ვინ როგორ გათხოვდება, ქალიშვილი იქნება თუ არა, ეს ნაკლებად მაინტერესებს. მთავარია, ადამიანები იყვნენ ბედნიერები, შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს. ბიჭის დედა ვარ, ჩემმა შვილმა რომ არაქალიშვილი მოიყვანოს, მაგრამ კარგი ადამიანი იყოს, თვითონ გრძნობდნენ ერთმანეთთან თავს კარგად, არ შევეწინააღმდეგები. მიშას არც ცოლი ჰყავდა, არც შვილი, სრულიად ''ხალასტოი'' ბიჭი იყო და მოვყავარ განათხოვარი, შვილიანი ქალი, მაგრამ რა მოხდა?!

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება