მდიდარი ქმრისგან ძვირად ღირებული საჩუქრებით განებივრებული ქართველი მოდელი

მდიდარი ქმრისგან ძვირად ღირებული საჩუქრებით განებივრებული ქართველი მოდელი

მოდელმა თათა ქენქაძემ ნიშნობის დღეები მალდივიზე გაატარა და ახალი ლამაზი ბუდე ვაკეში მოიწყო. ბედნიერ წყვილს შინ ვესტუმრეთ.

თათა:

- ერთმანეთი 6 წლის წინ გავიცანით. ჩემი გამზრდელი ბებიის მეზობელი და შესაბამისად, ჩემი ბავშვობის დროინდელი მეგობარი ლაშას კლასელი იყო და სწორედ მის ერთ-ერთ დაბადების დღეზე შევხვდით ერთმანეთს. დღემდე არ ვაღიარებდი, მაგრამ თქვენ გამოგიტყდებით, რომ პირველად მე მივწერე (იცინის). ლაშა ჯერ ინგლისში, მერე - ამერიკაში სწავლობდა - ეს ყველაფერი მეგობრისგან ვიცოდი. ამ ადამიანით დავინტერესდი და მივწერე. თუმცა, შეხვედრაზე არ ვთანხმდებოდი, ვაწვალებდი. თან, თვითონ ვუგეგმავდი: დღეს არა, ხვალ გნახავ-მეთქი, მერე გადაუდებელ საქმეებს ვიმიზეზებდი და არ მივდიოდი (იცინიან). ერთი წლის შემდეგ კი შევხვდი.

- ლაშა, არ ბრაზდებოდი, თათა ასე რომ გეთამაშებოდა?

- ვბრაზდებოდი, მაგრამ წყენა მალე მავიწყდება. მაქსიმუმ, 5-10 წუთი ვბუზღუნებდი ალბათ.

თათა:

- ექვსი წლის განმავლობაში ერთ დღეზე დიდხანს არ გავბუტულვართ და ეს ლაშას დამსახურებაა.

ლაშა:

- მე თბილი, რბილი ხასიათი მაქვს, ეს კი ჩვეულებრივი ავადმყოფია (იცინიან). მაგალითად, ტანსაცმელების ყიდვის მანიაკი ანუ შოპოჰოლიკია. ყოველდღე რაღაც რომ არ იყიდოს, არ შეუძლია. ასეთ დროს ჩხუბობს, ბრაზობს.

თათა:

- "ბესთ მოდელი" რომ გავხდი, ლაშამ დედამისი გამაცნო... დედისერთა ვარ, მშობლები რაღაც სხვანაირად მიფრთხილდებოდნენ და არ მოსწონდათ ლაშა, მასთან ურთიერთობას მიშლიდნენ.

განაგრძეთ კითხვა

"არ ვიცი, ოთოს გარეშე რა და როგორ იქნებოდა... ჩვენ შორის დიდი ნდობაა" - ჯულიანა ბარ-გნარი ოთო ფოლადაშვილთან ურთიერთობასა და წარმატებაზე

მონიკა ბელუჩის 16 წლის ქალიშვილის ახალი ფოტოები და მონიკას წერილი შვილს - "იყო და არა იყო რა, ერთ დროს პატარა გოგონა იყო.."

თორნიკე ოქრიაშვილის მეუღლე, შვილები და ცხოვრება მოედანს მიღმა - "ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა.. სულ ამბობდა, შევძლებ, ყველაფერს გავუმკლავდეო"