"ფილმის თითოეული კადრი უხამსობა, დამცირება და აგდებაა ქართველი ერისა...'' - ფილმი, რომელმაც ოთარ იოსელიანი დისიდენტად აქცია

"ფილმის თითოეული კადრი უხამსობა, დამცირება და აგდებაა ქართველი ერისა...'' - ფილმი, რომელმაც ოთარ იოსელიანი დისიდენტად აქცია

''გიორგობისთვემდე'' ოთარ იოსელიანმა რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი და სიუჟეტი გადაიღო. ''გიორგობისთვე'', რომელსაც რუსულ თარგმანში ''ფოთოლცვენა'' ეწოდა, ჩვენს ქვეყანაში და არამხოლოდ, კერძოდ, საბჭოთა კრიტიკამ დაიწუნა. მას უწოდეს ანტისაბჭოთა ფილმი, თუმცა იქვე გაისმა შეფასება - ანტიქართულიც. და რომ, ''გიორგობისთვე'' ამასხარავებდა ქართულ ტრადიციებს, მეღვინეობასა და მთლიანად სოფლის მეურნეობას...

1966 წელს გადაღებული ფილმის სიუჟეტი ასეთია: ნიკოს (რამაზ გიორგობიანი) და ოთარს (გოგი ხარაბაძე) სამუშაოდ ღვინის ქარხანაში გაანაწილებენ. კარიერისტი ოთარი თავიდანვე უფროსობის მაამებლობის გზას აირჩევს. მისგან განსხვავებით, ნიკო ქარხნიდან კერძო პირთა მიერ ღვინის უკანონოდ გატანას და გეგმის შესასრულებლად უხარისხო ღვინის ჩამოსხმას ვერ ეგუება. როცა უკვე უხარისხო ღვინო სარეალიზაციოდ ჩამოსასხმელად მზადაა, ნიკო ღვინის მთელ პარტიაში ჟელატინს ჩაასხამს და გეგმას ჩაშლის...

ფილმის ეკრანებზე გამოშვებიდან მცირე ხანში, 1967 წლის პირველივე თვეს, ერთიმეორის მიყოლებით საქართველოს რესპუბლიკის სამ მთავარ გაზეთში - ''სოფლის ცხოვრება'', ''თბილისი'', ''კომუნისტი'' - გამანადგურებელი სტატიები დაიბეჭდა. ფილმს უწუნებდნენ ყველაფერს – მხატვრულ დონეს, დრამატურგიულ გადაწყვეტას, მსახიობების შერჩევას და მათ გარეგნობას, პერსონაჟების დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი, პროლოგს და ეპილოგს, მიუღებელ სიმბოლიკას, რომელშიც უმთავრესად ფილმში ეკლესიის გამოჩენა და ზარების რეკვის ხმა იგულისხმებოდა. მოკლედ, ფილმს ყველა მხრიდან შეუტიეს და კინოთეატრების ხელმძღვანელობას მისი ჩვენება აუკრძალეს. თუმცა კინოგაქირავებიდან მოხსნაზე მეტსაც ითხოვდნენ: ''გიორგობისთვე'' უნდა დაიწვას, კვალი არ დარჩეს მისი''...

აი, რას იგონებს კრიტიკოსი და პუბლიცისტი აკაკი ბაქრაძე ფილმის წინააღმდეგ აგორებული კამპანიისა და წერილების შესახებ: ''ცენტრალურ კომიტეტში წერილებს გზავნიდნენ კოლექტიურად და ინდივიდუალურად... ფილმის თითოეული კადრი უხამსობა, დამცირება და აგდებაა ქართველი ერისა...''.

განაგრძეთ კითხვა