ვინ როგორ შოულობს ფულს - ქართველი მომღერლების ცნობილი და უცნობი შემოსავლები

ვინ როგორ შოულობს ფულს - ქართველი მომღერლების ცნობილი და უცნობი შემოსავლები

არსებობს თუ არა საქართველოში შოუ-ბიზნესი ამაზე წლებია დავობენ, თითქოს ქვეყანაში აღარც კონცერტები ტარდება, აღარც მუსიკალური არხებია და არც ქართველ მომღერლებს უსმენს ვინმე, მაგრამ გადაცემები და პუბლიკაციები შოუ-ბიზნესზე ყოველთვის რეიტინგულია. ბოლო წლებში ქართულ შოუ-ბიზნესში მდგომარეობა უფრო გაუარესდა. ინტერესიც დაიკარგა, თუმცა არსებობენ მომღერლები, რომლებსაც შოუ-ბიზნესის არარსებობა ხელს არ უშლით.

ანრი ჯოხაძე

სკანდალური ანრი ჯოხაძე მსმენელს სულ ანებივრებს ახალი კლიპებით, რომელსაც თავად იღებს. მომღერალი, რომელმაც სახელი სკანდალებით და კონკურსებზე გამარჯვებით გაითქვა, ბოლო წლებში სკანდალური მუსიკალური რგოლებისგან თავს იკავებს. მის მიერ გადაღებული კლიპი "მიეცი", რომლის ნახვაც ინტერნეტ სივრცეში 18 წელს გადაცილებული მომხმარებლებისთვისაა შესაძლებელი, თამამი კადრების მიუხედავად, სხვა ნამუშევრებივით პოპულარული ვერ გახდა. მომღერალს არ აქვს საკუთარი ბიზნესი და მისი ოჯახის მთავარი შემოსავლის წყარო სიმღერაა. ანრი ჯოხაძეს ხშირად იწვევენ კორპორატიულ ღონისძიებებზე, კონცერტებზე რეგიონებში, არც ერთი საახალწლო თუ სადღესასწაულო კონცერტი ანრი ჯოხაძის გარეშე არ ტარდება. შესაბამისად, თავს აქედან მიღებული ჰონორარით ირჩენს.

ლელა წურწუმია

შეიძლება ითქვას, ლელა წურწუმია ყველაზე შრომისმოყვარე მომღერალია. საკუთარი საქმე წურწმიამ ოჯახურ ბიზნესად აქცია. დიდი ხანია კლიპი არ გადაუღია და ე.წ. შავ სიაშიც მოხვდა, მაგრამ კონცერტების ნაკლებობას არ უჩივის. მას ხშირად იწვევენ კორპორატიულ ღონისძიებებზე, ძალიან უყვართ ემიგრანტებს, განსაკუთრებით კი ისრაელში, ამერიკაში და რუსეთში. შესაბამისად, საზღვრებს გარეთ ხშირად უწევს სიმღერა და შემოსავალიც სწორედ აქედან აქვს.

ნინო ჩხეიძე

ამბობენ, რომ მან კარიერა ბიზნესმენი მეუღლის წყალობით და ვანო მერაბიშვილის ოჯახთან ახლობლობით მოიწყო, მაგრამ ფაქტია, რომ ნინო ჩხეიძე ყველაზე გაყიდვადი ქართველი მომღერალია. ყველა კონცერტში მონაწილეობას ნინო არ იღებს, მას დიდი ხანია აღარ გადაუღია ახალი კლიპები. ნინოს ხშირად იწვევენ კორპორატიულ საღამოებზე, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში მცხოვრები ქართველები. მას საკუთარი ბიზნესიც აქვს - მაღაზია "პიერ კარდენის" და რადიო "დარდიმანდის" მფლობელია.

ნინა წკრიალაშვილი

სკანდალური ნინა წკრიალაშვილი ბევრი კლიპით არ გამოირჩევა, ზარმაციც არის, მაგრამ ამის მიუხედავად, მუდმივად ხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ის თამამ ნაბიჯებს არ ერიდება, ნინას ახალი კლიპი რამდენიმე დღის წინ გამოვიდა. იშვიათად შეხვდებით ქალს, რომელიც თავის ნამუშევარში მეორე ლამაზ მანდილოსანს მიაღებინებს მონაწილეობას, მაგრამ ნინამ ამ მხრივაც დაარღვია სტერეოტიპები და კლიპში შორენა ბეგაშვილი გადაიღო. შორენას და ნინას კლიპს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მას ლესბო კლიპი შეარქვეს. ცნობილია, რომ ნინას მდიდარი მამა ჰყავს, რომელიც შვილს ფინანსურად ხშირად ეხმარება, ნინა ასევე მღერის კორპორატიულ საღამოებზე და ტელეწამყვანია "მარაოზე". მომღერალს საკუთარი შემოსავალი სცენიდან და ტელევიზიიდან აქვს.

ნინი ბადურაშვილი

ნინი ბადურაშვილი ყველაზე პოპულარული ქართველი მომღერალია. ახალ სიმღერებს და კლიპებს იშვიათად აკეთებს, თუმცა ბოლო დროს ამ მხრივ გააქტიურდა. ნინის შემოსავლის ძირითადი წყარო სიმღერაა, მას ხშირად იწვევენ კონცერტებზე, ასევე თაკოსთან და ქრისტინესთან ერთად მღერის სხვადასხვა კლუბში. ცოტა ხნის წინ, ნინიმ კახა კუხიანიძესთან ერთად მუსიკალური სტუდიაც ჩამოაყალიბა და საკუთარ გამოცდილებას ბავშვებს უზიარებს. "ცეკვავენ ვარსკვლავების" წინა სეზონზე ის "იმედში" მუშაობდა, ორსულობის დროს კი "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურიში იყო და მისი შემოსავლის წყაროც "რუსთავი 2" იყო სიმღერასთან ერთად.

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება