ნოდიკო ტატიშვილი ''ცეკვების'' შემდეგ დეპრესიაშია

ნოდიკო ტატიშვილი ''ცეკვების'' შემდეგ დეპრესიაშია

ბოლო სამი თვის განმავლობაში მომღერალ ნოდიკო ტატიშვილს მაყურებელი მოცეკვავის რანგში უყურებდა, ისიც, თავის მხრივ, თავს არ ზოგავდა იმისთვის, რომ ყოველ სამშაბათს საზოგადოების წინაშე ღირსეულად წარმოჩენილიყო. შრომას უშედეგოდ არ ჩაუვლია, ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მეორე ადგილი დაიკავა და ახალთახალი ავტომანქანის მფლობელიც გახდა. საჩუქრის გარეშე არც მისი პარტნიორი ჯულიანა ბარ-გნარი დარჩენილა, თუმცა ნოდიკომ გადაწყვიტა, მოგებული საგზურით ჯულიანა მონაკოს, ნიცას, მონტე კარლოს და სენტროპეს სანახავად წაიყვანოს.

- როგორ ხარ პროექტის დასრულების შემდეგ?

- პროექტის დასრულების შემდეგ ცოტა დეპრესიული ვარ (იცინის). ძალიან გადამღალა ''ცეკვავენ ვარსკვლავებმა'', იმდენად, რომ რეაბილიტაციისთვის ძალიან დიდი დრო დამჭირდება. ყველაფერი იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. მიუხედავად იმ შედეგისა, რაც ჩემს ოთხთვიან შრომას მოჰყვა, და რამაც ძალიან გამახარა, სრულად განტვირთვისთვის გარკვეული დრო მაინც დამჭირდება, შემდეგ კი ახალი გეგმების განხორციელებას შევუდგები.

- რა გახდა დეპრესიის მიზეზი, პროექტის მონატრება თუ?..

- (იცინის) პროექტი ძალიან დიდხანს არ მომენატრება. პირიქით, ამის გამო ვარ გადაღლილი. თუმცა არ მინდა, ვინმემ ისე გაიგოს, თითქოს თავს ცუდად ვგრძნობდი. პირიქით, ჩემთვის ''ცეკვავენ ვარსკვლავები''ძალიან კარგი აღმოჩნდა, უბრალოდ, ცეკვა არ არის ჩემი პროფესია, მაგრამ ჯულიანამ შეძლო და ამაცეკვა, რასაც ვერ წარმოვიდგენდი...

- წელს როგორი ახალი წელი გქონდა, ალბათ განსხვავებული?

- ერთ-ერთი საუკეთესო ახალი წელი მქონდა. ფინალში მაჩუქეს მანქანა. წელიწადზე მეტი იყო გასული, რაც მანქანა აღარ მყავდა. პროექტის შემდეგ პირდაპირ ეთერში ნუცა ბუზალაძესთან ერთად ვმღეროდი. ჩავსხედით ჩემს ახალ მანქანაში, რომელიც ჯერ კიდევ ცელოფნებში იყო გამოკრული და წავედით რიყისკენ. თუ მალე არ მივიდოდით, ვეღარ მოვასწრებდით სცენაზე გასვლას. უკვე 12-ს 15 წუთი აკლდა, დავიძარით, ნუცამ სულ გაპუტა ჩემი ახალი მანქანის ცელოფნები, გვიხარია, ვმღერით და უცებ, შუა გზაშიც არ ვიყავით, აღმოჩნდა, რომ საწვავი გვითავდებოდა და დანიშნულების ადგილამდე მანქანით ვერ მივიდოდით. ოთხ ბენზინგასამართ სადგურზე შევედით, საწვავი არსად არ იყო. ძლივს ერთგან გაგვიმართლა, ამასობაში ახალი წელიც დადგა, მე და ნუცა ერთად შევხვდით ახალ წელს ასეთ არაორდინარულ და არასაახალწლო გარემოში, შემდეგ ბენზინიც ჩავასხით და სცენაზე ასვლამდე 5 წუთით ადრე მივედით. შემდეგ უკვე სხვადასხვა საახალწლო ივენთზე ვიმღერე და შინ გამთენიისას დავბრუნდი. ახლა კი მეცინება, მაგრამ მაშინ მეგონა, კონცერტს ვერ მივუსწრებდით და ორივემ ძალიან ვინერვიულეთ.

- ახალი მანქანით კმაყოფილი ხარ?

- კი, ახალი მანქანით ვმოძრაობ. უკვე გადმოვიფორმე და ძალიან მომწონს, კარგი მანქანაა. ყველაფერი აქვს, რაც შეიძლება ჰქონდეს მანქანას სრული კომფორტისთვის.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება