ჩოხიდან ეპილაციამდე - როგორ იცვალეს ფერი ქართველმა მამაკაცებმა

ჩოხიდან ეპილაციამდე - როგორ იცვალეს ფერი ქართველმა მამაკაცებმა

ორი წლის წინ სოციალურ ქსელში ერთი სახალისო ფოტომონტაჟი გამოქვეყნდა. ერთ მხარეს ''გლამურულად'' ჩაცმული დიზაინერი ანზორ-ბიჭოლა თეთრაძე იდგა, მეორე მხარეს კი ჩოხასა და ''აზიაცკებში'' გამოწყობილი ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ფოტოს პათოსი მძიმე იყო - ''ვინ ვიყავით და ვინ ვართ დღეს, გვახსოვდეს წარსული''.

ამ ერთი შეხედვით სახუმარო ფოტოს მნახველში ღიმილი უნდა აღეძრა, მაგრამ ხალხი სერიოზულად აღშფოთდა. დღესაც ხომ ბევრი ფიქრობს, რომ ეროვნებასა და ღირებულებებს გვართმევენ. მოდით, თვალი გადავავლოთ, როგორ შეიცვალა ქართველი მამაკაცის ჩაცმულობა ბოლო პერიოდში.

გულ-მკერდზე საწამლე, მკვეთრად გამოკვეთილი წელი, სამასრეები, ქამარზე იარაღის დასტები, კაბის თავისუფალი ტოტები – ეს მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართული მოდაა მამაკაცებისთვის. ჩოხის შიგნით მამაკაცები სპეციალურ პერანგს იცვამდნენ, რომლის საყელოც დაფიქსირებული იყო. ცხადია, ჩოხა სხვადასხვა ღირებულების გახლდათ. მდიდარი და ღარიბი ერთნაირად ხარისხიანს ვერ ჩაიცვამდნენ. ჩოხა განსხვავდებოდა კუთხეების მხრივაც. მაგალითად, მთაში შედარებით მოკლე ჩოხას ატარებდნენ, გულმკერდზე ორნამენტებითა და ჯვრებით დაქარგულს.

მე-20 საუკუნე ქართველი მამაკაცისთვის ამ კუთხით გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან მოდა ბევრჯერ შეიცვალა. თუ თვალს ძველ ფოტოებს გადავავლებთ, მამაკაცებს ძირითადად ევროპულად აცვიათ. დომინირებს ე.წ. კიტელი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ბოლომდე უარი თქვეს ჩოხაზე. მოდაშია გალიფე შარვლები, მამაკაცები არც კისერზე დამაგრებულ პეპელაზე ამბობენ უარს.

რუსეთში 37 მანეთად გადაფრენილი ქართველი მამაკაცები საბჭოთა კავშირის დანგრევამდე იწონებდნენ თავს ღია ფერის შარვლებითა და ხალათებით. არავის გაუკვირდებოდა, ქუჩაში შლაქსებში გამოწყობილი ხალათიანი მამაკაცი რომ შეხვედროდა - მოშვებული ბაკებითა და გრძელი თმით.

ნამდვილი ჯინსი კი არც ისე იოლი საშოვნელი სიამოვნება იყო, მაგრამ როგორც დღემდე შემონახული ამბებიდან ვიგებთ, საზღვარგარეთ წასული ქართული ანსამბლები, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, უცხოურ საქონელს ჩუმად ყიდდნენ და ეს ბედნიერება არც ისე იაფი ღირდა.

იხილეთ გაგრძელება

ჰარისა და მეგანის დაცვის ხარჯებმა კანადელები აღაშფოთა - "რატომ ფინანსდებიან უმდიდრესი ოჯახის წევრები ჩვენი ფულით?!"

სახლი "მილიონერების რაიონში", საკუთარი რესტორანი და კოსმეტიკური ბრენდი - როგორ ცხოვრობს თინა კანდელაკი

ქართველი ვარსკვლავები, რომლებმაც ორსულობისას შიშვლად იპოზიორეს