თემო საჯაია: ''ჩვენი ბანძი მომღერლები სნობები არიან…''

თემო საჯაია: ''ჩვენი ბანძი მომღერლები სნობები არიან…''

მომღერალ თემო საჯაიას არ უყვარს კონკურსებში მონაწილეობა, მით უფრო საქართველოში. პროექტს ''ერთი ერთში'' იმიტომ დათანხმდა, რომ უნდოდა, პროფესიონალებთან ერთად ემუშავა. ბევრი იმუშავა და შრომა დაუფასდა კიდეც, პროექტის ფინალისტებში მხოლოდ ერთადერთი მამაკაცი აღმოჩნდა. პრიზებზე არ ფიქრობს, თუმცა მაყურებლისთვის თავის დასამახსოვრებლად სურს, ყველაფერი გააკეთოს.

- თემო, მოგწონს ''ერთი ერთში'' შენი გამოსვლები? როგორ ფიქრობ, პროექტში გამოავლინე შენი შესაძლებლობები?

- ჩემი თავის შეფასება ყოველთვის მიჭირს, სამაგიეროდ, შემიძლია, ''ერთი ერთშის'' შესახებ კომპლიმენტები არ დავიშურო. საქართველოში არც ერთ სხვა კონკურსში მონაწილეობას არ მივიღებდი. ვმუშაობ საინტერესო ადამიანებთან. საქართველოში მომღერლისთვის ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა და ცდუნება ძალიან დიდი იყო. პირველ ორ სეზონზე სულ დავდიოდი და ჩემს მეგობრებს ვგულშემატკივრობდი. ვიცოდი, პროექტში რაც ხდებოდა და როგორც კი შემომთავაზეს, მაშინვე დავთანხმდი.

- ჟიურის შეფასებებით ყოველთვის კმაყოფილი ხარ?

- ძალიან ძნელია, რადიკალური იყო ამ შემთხვევაში. ზოგჯერ მეგონა, რომ უფრო მაღალი ქულები უნდა მიმეღო და ავიღე უფრო დაბალი და მომხდარა პირიქითაც. თუ რამით უკმაყოფილო ვარ, ხშირად ვცდილობ, ეკრანზე არ შევიმჩნიო, რათა შიდა ამბები არ გამოვიტანო. უკმაყოფილო სახით ჯდომა არ მიყვარს. მაშინ სათქმელი პირდაპირ უნდა თქვა. ვერ ვიტყვი, რომ აშკარად მჩაგრავდნენ. პირიქით, ჟიურის წევრებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და თუ დაბალი ქულა დამიწერეს, ე.ი. მეტს არც ვიმსახურებდი.

- რატომ არ მოგწონს საქართველოში ჩატარებული კონკურსები?

- იდიოტობაა საქართველოში ჩატარებული ყველა კონკურსი, რომელშიც ვიღაცას ეჯიბრები და გაფასებენ აბსოლუტურად არაკომპეტენტური ადამიანები.

- რომელი გამოსვლა მოგეწონა ყველაზე მეტად?

- თუ ფაქტებით ვიმსჯელებთ, ''აეროსმიტი'', იმიტომ, რომ ოთხი უმაღლესი შეფასება დავიმსახურე. ამ შოუში შეფასება ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ეს არაა მხოლოდ სიმღერის კონკურსი. ამ ყველაფერში არტისტიზმს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. მნიშვნელოვანია გრიმიორების შრომაც. აქ მაქსიმალურად უნდა გაერთო და სიამოვნება მიიღო, თორემ ყველაფერს სერიოზულად თუ მივუდექით, შეიძლება, ძალიან დავიძაბოთ და პრესკონფერენციები მოვაწყოთ.

იხილეთ გაგრძელება

როგორ გამოიყურება დღეს ადგილები, სადაც ცნობილი ქართული ფილმებია გადაღებული - გაიცანით გოგონა, რომელიც წლებია მათ ფირზე აღბეჭდავს

თემო საჯაიამ და მარიტა ჯანაშიამ ჯვარი დაიწერეს - ორი საქორწინო კაბა, ცნობილი სტუმრები და დაუვიწყარი წვეულება (ფოტოები)

"მივხვდი, რომ შენი ბედნიერებით ყველა არ ხარობს...ამის გაანალიზების შემდეგ, თითქოს ჩავიკეტე" - ლელა მებურიშვილი სიყვარულზე, შვილებსა და ბავშვობის ოცნებებზე