ცნობილი ქართველი ბიზნესმენისა და ლამაზმანის განქორწინების დეტალები

ცნობილი ქართველი ბიზნესმენისა და ლამაზმანის განქორწინების დეტალები

2013 წელს თბილისში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ძარცვა მოხდა. ბინიდან 80 ათასი ევრო, 20 ათასი ლარი, 10 ათასი აშშ დოლარი და 300 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა დაიკარგა.

ამ საქმესთან დაკავშირებით აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჯაზმენის ბექა გოჩიაშვილის სახელმაც გაიჟღერა. გაძარცვულ ბინაში, საიდანაც ზემოთ ჩამოთვლილი თანხა და სამკაულები გაქრა, ბექა და მისი მეგობრები იმყოფებოდნენ. სახლი მას დროებით ამერიკაში მცხოვრებმა მეპატრონემ ათხოვა.

მოგვიანებით ბექა ამ საქმეზე დაკითხეს კიდეც, რამაც მისი პროტესტი გამოიწვია. ბინის მფლობელი კი ბიზნესმენ თემურ უგულავას ცოლი ბაია დავითაია აღმოჩნდა. ბაია უგულავას რიგით მეორე კანონიერი მეუღლეა, თუმცა ბოლო დროს ერთად აღარ ცხოვრობენ.

ბიზნესმენი მსახიობ ეკა ნიჟარაძის უმცროსი შვილის მამაა, თუმცა ნიჟარაძის გარდა, მის სახელს ბევრი ცნობილი ქალბატონი უკავშირდება. მათ შორის იყო ერთ-ერთი პოპულარული ქართველი დიზაინერიც, რომელთან რომანიც ხანმოკლე აღმოჩნდა.

ამბობენ, რომ უგულავა ყოფილ ქალბატონებს ეკონომიკურად უზრუნველყოფილს ტოვებს და ზოგისთვის ბინას ყიდულობს, ზოგსაც ძვირად ღირებული მანქანით ანებივრებს.

უგულავას ეკუთვნის ერთ-ერთი კაზინო, სასტუმრო, ასევე აქვს ხე-ტყის ბიზნესი, ქარხნები. მისი სახელი და გვარი ყოველთვის ხვდება ქართველი მილიონერების სიაში.

ბაია დავითაია შვილის მკურნალობის გამო რვა წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა საქართველოსაც ხშირად სტუმრობს. ლუკა ბაიასა და თემურის საერთო შვილია.

იხილეთ გაგრძელება

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება