რის გამო თქვა უარი ფეხბურთელის კარიერაზე ''ჩემი ცოლის დაქალების'' გიომ

რის გამო თქვა უარი ფეხბურთელის კარიერაზე ''ჩემი ცოლის დაქალების'' გიომ

21 წლის რევაზ ნასიძე სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ნინო კასრაძის შვილს თამაშობს, რომელსაც არასერიოზული დამოკიდებულება აქვს ოჯახის მიმართ და თვისებებითა და ხასიათით დღევანდელი ახალგაზრდა ბიჭების გარკვეულ ნაწილს მოგაგონებთ.

- თეატრალურ უნივერსიტეტში ნანუკა ხუსკივაძისა და გიზო ჟორდანიას ჯგუფში მესამე კურსზე ვსწავლობ. თავიდან ფეხბურთით ვიყავი გატაცებული, სულ სხვა განხრით ვაპირებდი წასვლას, მაგრამ სრულიად შემთხვევით მოვხვდი თეატრალურ უნივერსიტეტში. ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირების დროს, როცა უნივერსიტეტებს ვარჩევდი, შემთხვევით ჩამონათვალი გაჩერდა თეატრალურზე, ვიფიქრე, ვცდი-მეთქი და კინოს დიდი სიყვარულის გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება. გავედი გამოცდაზე და ჩავირიცხე, მერე მივხვდი, რომ ეს პროფესია ძალიან შემეფერება, იმიტომ, რომ ერთფეროვნება არ მიყვარს. ცოტა მრცხვენია ამის თქმის, მაგრამ სპექტაკლზე და ზოგადად, თეატრში ნამყოფი არ ვიყავი, ისე გადავწყვიტე თეატრალურში ჩაბარება.

პატარაობიდანვე ვმუშაობდი, 14 წლის ვიყავი, როცა ქუჩაში ერთ-ერთი კომპანიის ტელეფონის ნომრებს ვყიდდი, ვაკანსიას ეწერა გარე გაყიდვების აგენტი. რას ნიშნავდა, არ ვიცოდი, სიტყვა აგენტმა მომხიბლა და დავინტერესდი. მერე, რომ ამიხსნეს, უარი ვეღარ ვთქვი და ცოტა ხანს ვიმუშავე. შემდეგ გადავინაცვლე სარეკლამო ჟურნალში, გაყიდვებზე, რაც ასევე საინტერესო გამოდგა გამოცდილების კუთხით, თუმცა ერთი და იგივე რაღაც ყოველთვის მღლიდა.

ფეხბურთშიც მქონდა წარმატება, მაგრამ ტრავმის გამო მომიხდა თავის დანებება. მსახიობობა იმიტომ მომწონს, რომ ყოველდღე სხვადასხვა რაღაცის კეთება გიწევს, დღეს შეიძლება იყო მეფე, მერე მკვლელი, ღატაკი და ა.შ.

- თეატრალურში ჩაბარების შემდეგ თუ დაიწყე თეატრში სიარული?

- კი. როცა თეატრალურში ჩაბარება გადავწყვიტე, ბოლო თვე-ნახევარი მოვემზადე. მითხრეს, გამოცდების ერთ-ერთი და სერიოზული ნაწილი არის გასაუბრება თეატრის ისტორიაზეო. საერთოდ არ ვიყავი სპექტაკლზე ნამყოფი, ამიტომ ვისთანაც ვემზადებოდი, მან მითხრა, რომ რამდენიმე სპექტაკლი მენახა. სამ სპექტაკლს დავესწარი რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებში.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება