რა ხდება ქართულ თეატრში -''დაუსჯელობის სინდრომს აძლიერებს...''

რა ხდება ქართულ თეატრში -''დაუსჯელობის სინდრომს აძლიერებს...''

დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე თეატრალური პროცესები ერთ- ერთი აქტუალური თემაა. მაყურებელი, რომელიც სპექტაკლის სანახავად მიდის, თეატრის''სამზარეულოს'' შესახებ ნაკლებ ინფორმაციას ფლობს, თუმცა ბევრისთვის საინტერესოა, როგორ ნაწილდება დირექტორებისა და სამხატვრო ხელმძღვანელების ფუნქცია- ვალდებულებები, ვინ განკარგავს დასს, რეპერტუარს, ვის ეხება მსახიობის მიღებისა და თეატრიდან გათავისუფლების საკითხი. ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილს მივმართეთ.

- ლაშა, თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი პოსტზე ინიშნებიან თუ მათ ირჩევენ?

- სახელმწიფო თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელებს ნიშნავს კულტურის მინისტრი. თავის მხრივ, მას კანდიდატურას წარუდგენს კულტურის სამინისტროსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია თეატრმცოდნეებით და მისი წევრები შერჩეულია თავად თეატრებისა და თეატრალური ორგანიზაციების მიერ, ხოლო დირექტორებს ნიშნავს ისევ მინისტრი, სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინების შემდგომ. სახელმწიფო თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნის კიდევ ერთი''შემოვლითი'' გზა არსებობს, რომელიც ასევე კანონშია ჩადებული. სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნა კულტურის მინისტრს შეუძლია თეატრის სამხატვრო საბჭოს წარდგინებით, სარეკომენდაციო საბჭოს გზის ავლით.

- შტატი''თეატრის მმართველი'' - დირექტორმა ჩაანაცვლა?

- დიახ, შტატი ნამდვილად ჩაანაცვლა, თუმცა უფლება-მოვალეობები ამჟამინდელ დირექტორებს უფრო შეეზღუდათ. დირექტორები აღარ წარმოადგენენ სახელმწიფოსთან ანგარიშვალდებულ ფიგურებს, ახლა თეატრის საქმიანობაზე საერთო პასუხისმგებელი, სახელმწიფოსთანაც და მაყურებელთანაც, სამხატვრო ხელმძღვანელები არიან. დირექტორი, მოქმედი კანონმდებლობით, სამხატვრო ხელმძღვანელის დამხმარე რგოლია, რომელიც აგვარებს ტექნიკურ - ადმინისტრაციულ საკითხებს სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება